• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
17:29 11-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლევან ცუცქირიძის ოჯახს უსამძიმრებს. 

“ცნობილი მხატვარი, პორტრეტისტი, მრავალი წიგნის ილუსტრაციათა ავტორი, დავით გარეჯის კომპლექსის ფრესკების ასლების შემქმნელი… ბატონი ლევან ცუცქირიძე 90 წლის ასაკში განეშორა მიწიერ ყოფას.

შეიძლება ითქვას, რომ მისი პიროვნებისთვის ეტაპად იქცა სიონის საკათედრო ტაძრის მოხატვა. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ამ ნაბიჯის გადადგმა ადვილი არ იყო. ბატონმა ლევანმა ბატონ ალექსანდრე (შურა) ბანძელაძესთან ერთად გაარღვია დიდი ბარიერი, ათწლეულების მანძილზე ინტელიგენციას და ეკლესიას შორის ხელისუფლების მიერ აღმართული და თავისი ცოდნა და შესაძლებლობა რელიგიიის სფეროს დაუკავშირა.

ეს იყო საოცარი ბიძგის მიმცემი და ჩვენს ცხოვრებაში დიდი შემობრუნების დასაწყისი, რასაც შედეგად საეკლესიო ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულების აღორძინება მოჰყვა.

მადლობა მას ამისთვის.

შევთხოვთ ღმერთს, წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს ბატონი ლევანის უკვდავ სულს, ხოლო მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს,” – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში. 

ილია მეორე სამძიმარს გამოთქვამს ლევან ფრუიძის გარდაცვალობასთან დაკავშირებითაც. 

“საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე, შრომის კულტურასა და ეთნოგრაფიაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ჩვენი მიწა-წყლისა თუ ენდემური ჯიშების უბადლო მცოდნემ, ბატონმა ლევან ფრუიძემ შეძლო თავისი ცოდნის თანაზიარი ახალგაზრდებიც გაეხადა და ამ მიმართულებით გამქრალი ინტერესი კვლავ გაეღვივებინა.

განსაკუთრებულია მისი წვლილი მევენახეობის აღორძინებასა და და ქართული ხორბლის ჯიშების პოპულარიზაციაში

ღმერთმა აცხონოს ბატონი ლევანის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს.

ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები და მშვიდობით აკურთხოს,” – აღნიშნავს პატრიარქი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved