გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება.
22-23 ნოემბერს გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 24 ნოემბრამდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
20-21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
კომენტარები