• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ევროპაში კოვიდ-რეგულაციები მკაცრდება

ალია ავტორი - ალია
11:47 11-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ევროპის სახელმწიფოები კოვიდ-19-ის გავრცელების შემზღუდავ რეგულაციებს ამკაცრებენ. ზოგიერთ ქვეყანაში კვლავ ე.წ. “ლოქდაუნია”

ავსტრია დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც კოვიდ 19-ის გამო ამგვარ შეზღუდვებს განაახლებს. ვენამ შეზღუდვების გამკაცრების შესახებ პარასკევს განაცხადა. ავსტრიის კანცლერმა თქვა, რომ ხელისუფლება სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებაზეც მუშაობს. შეიზღუდება არაარსებითი ბიზნესების მუშაობა და მოქალაქეებსაც სახლიდან გამოსვლის უფლება გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით ექნებათ. გერმანია ავსტრიის მსგავსი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. თუმცა ამ ქვეყნებში არსებობს შიში იმის შესახებ, რომ მათი ეკონომიკა კვლავ ძლიერ დაზარალდება.

გერმანიაში ჰისპიტალიზებული კოვიდ-პაციენტების რიცხვმა კონკრეტულ ზღვარს გადააჭარბა, შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით საჯარო, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, ისევე, როგორც რესტორნებში არ დაიშვებიან ისინი, ვინც არ არის აცრილი, ან ვისაც კოვიდ-19 გადატანილი არ აქვს. საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისა და სამუშაო ადგილებზე მისასვლელად კი ყველა აუცრელმა კოვიდ-19-ზე გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინოს.

საფრანგეთში კოვიდ-საშვები ივლისიდან მოქმედებს. სწორედ ამგვარი დოკუმენტით დაიშვებიან მოქალაქეები ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა თეატრები, მუზეუმები თუ სხვა. აგვისტოში ეს შეზღუდვა რესტორნებში და გრძელი რეისების მქონე მატარებლებშიც ამოქმედდა.

პრეზიდენტმა მაკრონმა ამ ეტაპზე ახალი “ლოქდაუნის” შესაძლებლობა გამორიცხა. მისი თქმით, ვაქცინაციის სერთიფიკატების გამო, ამის აუცილებლობა აღარ არის.

იტალიაში 15 ოქტომბრიდან საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ყველა მოქალაქისთვის ვაქცინაცია ან კოვიდ-ნეგატიური ტესტის პასუხის წარდგენა სავალდებულო გახდა. სხვა მკაცრი ზომები ამ ეტაპზე ჯერ არ ამოქმედებულა.

ესპანეთმა კი თითქმის ყველა რეგულაცია მოხსნა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში კვლავ რჩება შეზღუდვები ბარებში. კატალონია კი მომხმარებლებს ღამის კლუბებში კოვიდაცრის სერთიფიკატის გარეშე არ უშვებს.

ჰოლანდიაში ბარები, რესტორნები და მაღაზიები სულ მცირე 3 დეკემბრამდე ჩვეულებრივზე ადრე დაიხურება. მანამდე გულშემატკივრებს ასევე აკრძალული აქვთ ყველანაირ სპორტულ ღონისძიებაზე ფიზიკურად დასწრება. აცრის, გამოჯანმრთელების ან უარყოფითი პასუხის წარმოდგენა საჭიროა ნებისმიერ ბარში, რესტორანში თუ სხვა მსგავს დაწესებულებაში შესასვლელადაც. ნებისმიერ ადგილზე, მაქსიმუმ 1250 ადამიანის ერთდროულად ყოფნაა დასაშვები.

ბელგიაში დასაქმებულები კვირაში 4 დღე სახლიდან მუშაობენ. დახურულ სივრცეში 10 წელზე უფროსი ყველა მოქალაქე ვალდებულია ატაროს პირბადე. კოვიდ-საშვები, ტესტის პასუხები და გამოჯანმრთელების ცნობები ასევე სავალდებულოა ყველა დახურულ კაფესა თუ რესტორანში მოსახვედრად.

დანიამ კოვიდსაშვები ნოემბერში თავიდან აამოქმედა როგორც კაფე-რესტორნებში, ისე მოხუცებზე ზრუნვის დაწესებულებებში და დახურულ სივრცეში გამართულ ნებისმიერ ღონისძიებაზე.

საბერძნეთი მომდევნო ორშაბათიდან აუცრელ მოქალაქეებს დახურულ სივრცეებში შესვლას შეუზღუდავს. მათ შორის რესტორნებში, კინო-თეატრებში, მუზეუმებსა და სპორტულ დარბაზებში, – ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ კოვიდ-უარყოფითი ტესტი ექნებათ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყნიდან საერთაშორისო ფრენების რეგულაციებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი – ბუსტერ დოზის მოთხოვნაც დაემატება. თუმცა ამ დროისთვის მსგავსი რეგულაცია არ იმოქმედებს ქვეყნის შიდა, ეროვნულ ფრენებზე.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ 19 იანვრიდან მგზავრებს შეეძლებათ აცრის სტატუსი სისტემის – “ჯანდაცვის ეროვნული სერვისი – კოვიდ საშვი” – მეშვეობით წარმოადგინონ. ბუსტერის სავალდებულო მოთხოვნა არ ექნებათ იმ მგზავრებს, რომლებიც ინგლისში ჩადიან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved