• რეკლამა
  • კონტაქტი
14:08, ორშაბათი, 18 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კიდევ ბევრჯერ გაგვეთიშება დენი – წერეთ კონსტიტუციაში საგარეო ვექტორი და მე-9 ბლოკის ამბებიც გაიხსენეთ ხოლმე…

ალია ავტორი - ალია
23:40 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ავტორი: ირინე გოგოსაშვილი

რუსული გავლენების მომძლავრება ენერგომატარებლებზე, საგრძნობლად გაიზარდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს იმას, რომ 2 პოლიტიკური სუბიექტის -ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კოლაბორაციონისტური პოლიტიკურ-ეკონომიკური ჭიდილი იმ ქვეყნის სასარგებლოდ დასრულდება, რომელიც საქართველოში არსებული ყველა მსხვილი ბიზნესის მეპატრონე და დამფინანსებელია!!!

და, აი  შედეგიც….

ხანგrძლივი პაუზის შემდეგ 2021 წელს – რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი გახდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში იმპორტის სახით 1049.4 მლნ კვ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 171%-ით აღემატება!!! და ეს მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ  რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან  35%-ის ფარგლებში მერყეობდა!!!.  მეტი სიცხადისთვის „ალიას“ მითხველს თვალს გადავავლებინებთ განვლილი წლების ოფიციალურ სტატისტიკას, მაგალითად:

2017 წელს საქართველომ რუსეთისგან 452.2 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რომლის წილიც მთლიან იმპორტში 30%-ს შეადგენდა, 2018 წელს რუსული ელექტროენერგიის წილი მთლიან იმპორტში მნიშვნელოვნად შემცირდა და 13.6% შეადგინა, რადგან ამ პერიოდში საქართველომ რუსეთისგან მხოლოდ 206.5 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია შეიძინა. 2019 წელს რუსული ელექტროენერგიის იმპორტის წილი 32% იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ პერიოდში რუსეთისგან  524.5მლნ კვ.სთ ელექტროენერგია შევიძინეთ.

2020 წელს რუსული იმპორტის მაჩვენებელი 35%-მდე გაიზარადა, მეზობელი ქვეყნიდან იმპორტის მოცულობამ 570.6 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია შეადგინა. უკვე მიმდინარე წლის 8 თვეში კი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილმა მთლიან იმპორტში 61% შეადგინა.

შესაბამისად, მიმდინარე წელს საქართველო ყველაზე მეტ ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობს!!! უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლიდან მოყოლებული საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო, თუმცა 2021 წელს სურათი რადიკალურად არის შეცვლილი, რადგან აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ 29%-ია.!!!

აღსანიშნავი და საგანგაშოა ის მდგომარეობაც, რომ საქართველოში არსებული  გენერირების ობიექტები და ელექტროგადამცემი ხაზებიც რუსული ბიზნესის საკუთრებაა, ისევე როგორც სხვა უამრავი ობიექტი  რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს  გაიყიდა რუსებზე!!!

ჯერ ზამთარს ძალა არ მოუკრებია, თუმცა მობილურ ტელეფონებზე  ყოველდღიურად ვიღებთ  შეტყობინებებს, რომელ უბნებს გაეთიშება დენი, გაზი, (რომელის გარკვეული რაოდენობაც  აგრეთვე რუსეთიდან შემოდის) წყალი, რომელიც ასევე ინგლისურენოვანი ,,ჯორჯიან ვოტერედ პოუერ,,-ის უკან შემალული რუსული კომპანიაა და რა გამოდის?!

ჩვენი ელემენტარული სითბო, დენი და წყალი რუსეთის პოლიტიკური კაპრიზების  მიხედვით უნდა გვქონდეს?!!

ხორბალიც რუსეთიდან შემოგვქონდა და ამასწინათ გამოგვიცხადეს ვეღარ მოგაწვდით, სხვა ბაზარი მოძებნეთ, ჩვენ ჩვენი მოსახლეობა გვყავს გამოსაკვებიო!!!

ამიტომაც გაძვირდა უმთავრესი პროდუქტი – პური და სავარაუდოდ მისი ფასი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი პროდუქტებისა კიდევ უფრო გაძვირდება!!

წინ ზამთარია…..

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური-სოციალური ვითარება კრიტიკას ვეღარ უძლებს!!!

ყოველდღიურად იღუპება უამრავი ადამიანი და პერსპექტივაში რა ელოდება ქვეყანას, მხოლოდ უფალმა უწყის!!!

წერეთ კონსტიტუციაში საგარეო ვექტორი და მე-9 ბლოკის ამბებიც გაიხსენეთ ხოლმე…

ვაი თქვენს პატრონს…

თეგები: ირინე გოგოსაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved