• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ბაჩო შენგელია: „მოდის იმედგაცრუებული ადამიანი, რომელიც სიბრმავისთვისაა განწირული და ოპერაციის შემდეგ ბედნიერი მეუბნება, რომ დამინახა“

ალია ავტორი - ალია
20:47 11-19-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
356

ოფთალმოლოგი ბაჩო შენგელია წარმატებული ექიმების ოჯახიდანაა და თავადაც ღირსეულად აგრძელებს ამ გზას. კარგი განათლება და ევროპისა და აზიის ქვეყნებში მიღებული მდიდარი და მრავალფეროვანი გამოცდილება თანამედროვე ოფთალმოლოგიურ პრობლემებთან წარმატებით ბრძოლაში ეხმარება. ყველაზე ხშირად თვალთან დაკავშირებული რა ჩივილებით მიდიან პაციენტები მასთან და პრევენციის რა საშუალებები არსებობს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე თავად ბაჩო შენგელიამ გვიპასუხა.

ბაჩო შენგელია: ექიმების ოჯახიდან ვარ, ორივე ბებია პროფესორები იყვნენ, მამა სრული პროფესორი – დავით შენგელია თვალის კათედრის გამგეა, ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც  მუდმივად სამედიცინო საკითხები განიხილებოდა. ოჯახის მხრიდან მქონდა მხარდაჭერა, რომ მეც ამ სფეროში წავსულიყავი, დაახლოებით 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველი შეხება მქონდა  მედიცინასთან, თავდაპირველად  კარდიოლოგობა მინდოდა, თუმცა როდესაც მამასთან ერთად გავდიოდი პრაქტიკულ მოღვაწეობას, მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ ოფთალმოლოგი გავმხდარიყავი. ოფთალმოლოგია მედიცინის ხუთ ფუნდამენტურ ნაწილში შედის და თვალი საკმაოდ საინტერესო და იდუმალებით სავსე ორგანოა, რომელიც უდიდეს ინფორმაციას ინახავს. დღეს თითქმის ყველა ორგანოს გადანერგვა ხდება ტვინის და თვალის გარდა.

– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა?

– სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბელორუსიაში, ქალაქ მინსკში ჩავაბარე პოსტდიპლომურ აკადემიაში, სხვადასხვა დროს მიწევდა მოღვაწეობა ინდოეთში, ასევე ევროპაში და რამდენიმე ქართული, რუსული და აზიური ლიცენზიების მფლობელი ვარ. ამ პროფესიაში მუშაობა  ძალიან დიდი სიამოვნებაა, წარმოიდგინეთ როდესაც მოდის იმედგაცრუებული ადამიანი, რომელიც სიბრმავისთვისაა განწირული და ოპერაციის შემდეგ ბედნიერი მეუბნება, რომ დამინახა. საოცარი შეგრძნებაა. ჩემდა სასიკეთოდ, მამაჩემის გარდა, ბევრ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად მომიწია მუშაობა, რომლებიც მხოლოდ ცნობილი ექიმები კი არა, არამედ კონკრეტული განხრების ფუძემდებლები არიან ოფთალმოლოგიაში. მათ შორისაა ბატონი გოგა თევზაძეც, რომელმაც დანერგა ლაპარასკოპული ქირურგია ოფთალმოლოგიაში საქართველოში.

– ყველაზე ხშირად რა პათოლოგიები გხვდებათ?

– ევოლუციამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ადამიანის გენეტიკაზე, ადრეც გვხვდებოდა, მაგრამ ახლა ძალიან გახშირდა ბავშვებში ის დაავადებები, რაც ადრე არ გვხვდებოდა, მაგალითად: დღენაკლულთა რეტინოპათია,  საცრემლე მილაკების სტენოზი, სიელმე, არა მხოლოდ ბავშვებში. მოხუცებში ხშირია კატარაქტა, ასევე დიაბეტური რეტინოპათია და მოზარდებში ხშირად გვხვდება – მიოპია.

– რა იწვევს დღენაკლულთა რეტინოპათიას?

– საკმაოდ დიდი პრობლემაა დღენაკლულთა რეტინოპათია, რაც სამწუხაროდ, 90 პროცენტში სიბრმავით სრულდება. როდესაც დღენაკლული ბავშვი ხვდება ჭარბი ჟანგბადის ქვეშ, თვალი არ ახდენს განვითარებას და ეს იწვევს რეტინოპათიას. თვალი დაბადების დროს არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული,  გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყებს ბავშვი შუქის ფიქსაციას. ხშირია ინკუბატორიდან მიღებული თვალის გართულებები. რეტინოპათია შეიძლება გენეტიკურადაც იყოს გამოწვეული, თუ ორსულობის დროს დედა გადაიტანს ინფექციურ დაავადებას, ეს შეიძლება გახდეს ბავშვისთვის რეტინოპათიის გამომწვევი მიზეზი.

– როგორ უნდა იმართოს ორსულობა, იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ ნაადრევ მშობიარობას და ამით გამოწვეულ მხედველობის პრობლემებს?

– ორსულმა ისე უნდა განვლოს ფეხმძიმობის პერიოდი რომ არ მოხდეს ნაადრევი მშობიარობა, ამისთვის საჭიროა ნაკლები სტრესი, ნაკლები ქიმიური ზემოქმედება, სიგარეტი, ალკოჰოლი და ა.შ. ეს ყველაფერი განაპირობებს ნაადრევ მშიბიარობას, თუმცა არის გარდაუვალი სიტუაციები რაც მშობელზე არ არის დამოკიდებული და ნაყოფის განუვითარებლობის გამო შეიძლება მოხდეს ნაადრევი მშობიარობა, ამ შემთხვევაში ბავშვი ხვდება ინკუბატორში და ვიბრძვით ორი მიმართულებით, რომ მოხდეს ბავშვის გადარჩენა და მისი მხედველობის შენარჩუნება.

– ბავშვებში ხშირი პრობლემაა ახლომხედველობა, რა იწვევს ამ დაავადებას?

– ეს პრობლემა მართლაც ძალიან ხშირია ბავშვებში, ეს ნიშნავს, რომ ბავშვის თვალის ზრდა ხდება არასწორ ფორმაში, კომპიუტერებმა და ტელევიზორებმა განაპირობა ახლო მანძილზე მუშაობა, რა დროსაც თვალი იღებს ოვალურ ფორმას და არ ხდება სხივის შესვლის დროს მაკულაში სწორი პროექცია და მას სჭირდება რეფრაქციული მანკის გასწორება სათვალით ან ლინზით, იმისთვის, რომ ამ სხივის გარდატეხა პირდაპირ თვალში მოხდეს.

– კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა თვალის სიმშრალე.

– თვალის სიმშრალეც საკმაოდ დიდი პრობლემა გახდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვი ჭუტავს თვალს,  დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს მხედველობაში პრობლემასთან ან თვალის სიმშრალესთან. ერთი რეფლექსური დახამხამება უდრის ერთ ცრემლს, ცრემლს აქვს პირველ რიგში დამცავი ფუნქცია, მეორე რიგში კვება, მესამე რიგში სხივის გატარებაში იღებს ის მონაწილეობას, რომელსაც მუცუნის შრე ქვია, როდესაც ხდება ამ მუცინის შრის დაზიანება, ხდება ბარიერული ფუნქციის დაწევა და თვალის იმუნიტეტიც ქვეითდება. თვალის ლორწოვანს აღარ აქვს იმუნიტეტი, რომ თვალი დაიცვას გარეშე ბაქტერიებისგან და ეს მუდმივი ანთების წყაროა, რაც თავის მხრივ სხვა დაავადებების მაპროვოცირებელია. პრევენციისთვის ვურჩევ პაციენტებს რომ დაცული იყოს კვებითი ნორმა, მიიღონ ნაკლები ქიმიური პროდუქტები, აუცილებელია დაკავდეთ სპორტით, მიიღოთ წყალი და მაქსიმალურად შეზღუდოთ თვალის გამაღიზიანებელი მექანიზმები.

– ძირითადად რა ჩივილების დროს მოჰყავთ პაციენტები თქვენამდე?  

– როდესაც ბავშვს აქვს ცრემლდენა, სიწითლე, ქავილი, ხშირად ახამხამებს, სტკივა და ა.შ.

– რა არის თქვენი ძლიერი მხარე?

– ზემოთ ვახსენე ის დიდი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებით იყვნენ საუკეთესოები ჩვენს სფეროში და რომლებთან ერთად მუშაობის ბედნიერებაც მქონდა, ვფიქრობ, ძალიან შევეცადე ყველა ამ ადამიანისგან საუკეთესო ამეღო. რასაც დღეს ჩემს პრაქტიკაში წარმატებით ვიყენებ.

– ვიცი, ამაზე არ გიყვართ საუბარი, მაგრამ ხშირად სტუმრობთ უნარშეზღუდულ ბავშვებს და სრულიად უსასყიდლოდ უწევთ სამედიცინო დახმარებას…

– ამაზე დიდ სიამოვნებას არაფერი მანიჭებს, საოცრად ბედნიერი ვარ, როცა შემიძლია, მცირედი მაინც გავაკეთო მათთვის.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved