• რეკლამა
  • კონტაქტი
21:50, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ამასობაში ყველას დაგვავიწყდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიხილება უკიდურესად მაღალი რისკის გარემოდ“

ალია ავტორი - ალია
21:21 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„კორონავირუსი (COVID-19) და საზოგადოებრივი ტრანსპორტი!

ამასობაში ყველას დაგვავიწყდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიხილება უკიდურესად მაღალი რისკის გარემოდ (WHO). მგზავრობისას ვეხებით უამრავი ნივთის ზედაპირს (ბილეთის აპარატი, კარები, ღვედი, ძელი, ფული, სავარძელი და ა.შ.)

მხოლოდ დედაქალაქში, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით („მარშუტკა“, ავტობუსი, მეტრო) მილიონზე მეტი მგზავრობა ხორციელდება.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით სასურველია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

მძღოლის სიახლოვეს, პირველ ორ რიგში იკრძალება მგზავრების დასხდომა, მძღოლისთვის უსაფრთხო „ბუფერული ზონის“ უზრუნველსაყოფად!

მოქმედებს მგზავრების ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომის სპეციალური რეჟიმი და ის ხორციელდება მხოლოდ უკანა კარის საშუალებით. ამ გზით ხდება იმ მძღოლების დაცვა, რომლებიც არ არიან განთავსებულნი კაბინებში.

მძღოლებისთვის იზოლირებული კაბინების მოწყობა

მძღოლების გადამზადება კრიტიკული სიტუაციის მართვაში. მაგალითად ავტობუსში აღმოჩნდა „ეჭვმიტანილი“ (სავარაუდოდ ინფიცირებული), რამაც წარმოქმნა პანიკა. მძღოლმა უნდა შეძლოს პროცესის მართვა და იმოქმედოს გაიდლაინის შესაბამისად.

სავადებულო ხდება ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

კონტროლიერები (მონიტორინგის სამსახური) წყვეტენ მუშაობას და მგზავრებთან კონტაქტს.

იზღუდება მძღოლსა და მგზავრს შორის ფულის მიმოცვლა, გადახდა-უკონტაქტოდ

მძღოლები ექცევიან ექიმების ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ.

ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აუდიო მოწყობილობით უწყვეტად უნდა ცხადდებოდეს მგზავრთა ქცევის წესები.

შესაბამისი სამსახურები უნდა ეცნობოდნენ საერთაშორისო რეკომენდაციებს და აწვდიდნენ მათ მგზავრებს.

საერთოდ უპატრონოდაა მიგდებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თავის მგზავრებიანად, არანაირი მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე და არც პასუხისმგებელია ვინმე! თუ არ ჩავთვლით თბილისის მერიის მიერ აქა-იქ, ალაგ-ალაგ მიშხურებულ სადეზინფექციო ხსნარს (24 საათში ერთხელ, რაც უდავოდ არასაკმარისი ღონისძიებაა), ქვეყანაში მგზავრთა უსაფრთხოებისთვის არც არაფერი კეთდება. საერთოდ არაფერი!

მილიონზე მეტი მგზავრობა დღეში, მხოლოდ თბილისში!“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved