• რეკლამა
  • კონტაქტი
13:46, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე „ამნესტი ინტერნაციონალის“ დირექტორს: მოგიწოდებთ, საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებისას უფლებადაცვით სფეროში აქ არსებული რეალური მდგომარეობა გაითვალისწინოთ

ალია ავტორი - ალია
12:57 11-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

მოგიწოდებთ, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებისას გაითვალისწინოთ უფლებადაცვით სფეროში აქ არსებული რეალური მდგომარეობა და ის საფრთხეები, რომელსაც შეიცავს უფლებადაცვითი საქმიანობის უკიდურესი პოლიტიზება, – ასე მიმართა ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ „ამნესტი ინტერნაციონალის“ დირექტორს.

„გავეცანით თქვენს განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც მითითებულია, რომ „მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ“ და რომ „მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველის ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები“.

მივესალმებით თქვენი ორგანიზაციის მუდმივ მზადყოფნას, რომ დაიცვას უფლებადამცველთა უფლებები, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ, დღეს საქართველოში თითქმის არ დარჩა ისეთი უფლედამცველი ორგანიზაცია, რომლის მოქმედება არ განიხილება მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს განხორციელებულ ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მომზადებასა და განხორციელებაში ძირითადად სწორედ უფლებდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც რევოლუციის შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკაში და ამტკიცებდნენ, რომ იქიდან აგრძელებდნენ უფლებადაცვით საქმიანობას.

2012 წელს, როდესაც ეს ძალა საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლებიდან გაუშვა მათი ანტიდემოკრატიული და ანტიჰუმანური მმართველობის გამო, გაპოლიტიკოსებული უფლებადამცველები ფორმალურად კვლავ დაუბრუნდნენ უფლებადაცვით საქმიანობას და ახლა უკვე ამ სტატუსით ეწევიან ოპოზიური ფლანგიდან ბრძოლას ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. სწორედ მათი რიგებიდან არის დღევანდელი სახალხო დამცველი ქ-ნი ნინო ლომჯარია, რომლის პრაქტიკულად ყველა განცხადება და ქმედება წარმოადგენს რევანშისტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მესიჯ-ბოქსების გაჟღერებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული საზოგადოების უმრავლესობა მის და ბევრი ე.წ. უფლებადამცველის განცხადებებს აღიქვამს არა როგორც ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირები პირებისა თუ ინსტიტუტების პოზიციად, არამედ რადიკალური ოპოზიციის მიზნებისა და ზრახვების გაჟღერებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასებისას გაითვალისწინოთ უფლებადაცვით სფეროში აქ არსებული რეალური მდგომარეობა და ის საფრთხეები, რომელსაც შეიცავს უფლებადაცვითი საქმიანობის უკიდურესი პოლიტიზება“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved