,,ჯერ შეყარა სააკაშვილმა პარლამენტში დეპუტაცია და მერე, მუნიციპალური არჩევნების დროს მოინდომა რევოლუცია” – ,,ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რომელიც მან ,,ტვ პირველის” ეთერში გააკეთა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსასვლელად არასწორი დრო შეარჩია.
ნათელაშვილის თქმით ოპოზიციური ერთობა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო, რომ არ ჩამოშლილიყო, სააკაშვილი დღეს თავისუფალი იქნებოდა.
,,როცა უნდა ჩამოსულიყო ეს იყო საპარლამენტო არჩევნების პერიოდი და მისი შემდგომი ოპოზიციის კონსოლიდაციის ჟამი. ჩვენ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, იგივე ექს. პრეზიდენტის გამოსახსნელად და მე 19 კონგრესმენთან მქონდა შეხვედრა ამერიკის და ,,ნექსპრაიზის” განცხადება იყო ჩემი დამსახურება. მინდა მოგახსენოთ, რომ არც ამერიკაში და არც ევროპაში მაინცდამაინც ჩვენი პრობლემებისთვის არ სცალიათ, რადგანაც დაიღალნენ”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
კომენტარები