• რეკლამა
  • კონტაქტი
06:07, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველად გავიგე პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა თუ არსებობდა, ყველა პატიმარი არის პატიმარი – კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა

ალია ავტორი - ალია
19:45 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია, თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა. პირველად გავიგე პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა თუ არსებობდა, ყველა პატიმარი არის პატიმარია- განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გლდანის მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირად არის აღჭურვილი ტექნიკური შესაძლებლობებით.

„მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგობას უწევდა დაწესებულების თანამშრომლებს და იძულებული იყვნენ, ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა განცხადებები. დღეს მოვისმინეთ ასევე მთავარი ექიმის განცხადება, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი, რათა ჩატარდეს მკურნალობა, თუ ამის აუცილებლობა იქნება. ყველანაირად აღჭურვილია ტექნიკური შესაძლებლობებით. გარდა ამისა, არის შესაბამისი ბრიგადები, რომლებიც მორიგეობენ და თუ აუცილებლობა იქნება, შესაბამისი სამსახური მზად არის, ეს დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობას უსაფრთხოება იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებითაც.

„ეს კადრები, პირველ რიგში, მოთხოვნილი იყო თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან და შესაბამისმა სამსახურმა გაავრცელა“, – აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი მოშიმშილეების ჯანმრთელობაზე, თბილისის მერმა განაცხადა: „პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანები. არავის დაუვალებია მათთვის შიმშილობა და რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ გადაცდომის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„აქვთ შესაძლებლობა, რომ პროტესტი გამოხატონ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი გადაცდომა იქნება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს, ყოველთვის დესტრუქცია შემოიტანოს ქვეყანაში, არეულობის მცდელობა და ა.შ. ეს ხომ პირველი და სიახლე არაა. ამას მიჩვეული და შეგუებული ვართ. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და მათ აქვთ უფლება, გამოიყენონ პროტესტის სხვადასხვა ფორმა და ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved