• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გორის ჰოსპიტალი თვითონ ახსენა – ხაზარაძე კუჭავას სკანდალურ განცხადებას პასუხობს

ალია ავტორი - ალია
12:20 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალშ გადაყვანა პარლამენტის თავმდჯომარის ინიციატივა იყო  – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას იხსენებს, სადაც საუბარი ქვეყნაში განვითარებულ პროცესებზე და მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით შედგა. 

ჩვენ კოალიციასთან შეთხნხმებით მივედით, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი იყო რუსთავის ციხეში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ვთხოვეთ კუჭავას, როგორც სპიკერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, პრაქტიკულად, მეორე პირს ამ ქვეყანაში, ვუთხარით, რომ მას გაეკეთებინა შეხვედრის ორგანიზება, რომ ოპოზიცია, კოალიცია და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შევხვედრილიყავით, გორი თვითონ ახსენა თუ გაინტერესებთ, „გორიც შეიძლება ამ სიაში იყოსო?“ ჩვენთვის გორიც მისაღები იქნებოდა და ნებისმიერი სხვა კლინიკაც, მთავარია, ლაპარაკი იყო, რომ ციხეში მას რამე არ დამართნოდა. მან თქვა, რომ ალბათ გაჭირდება ამის ორგანიზება, რაც პრაქტიკულად დადასტურდა, იმიტომ, რომ ჩვენ რომ გვხდებობდა იმ დროს სპეცოპერაცია მზადდებოდა თურმე. ეს არ იყო მამუკას და ბადრის ინიციატივა, ჩვენ სანამ მივიდოდით ეს კონსულტაცია გვქონდა ლაკა ხოშტარიასთანაც, ზურა ჯაფარიძესთან და ნიკასთან, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მოტავსებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა. ნაწილი ფიქრობს, რომ  გორში მიხეილ სააკაშვილის უსაფრტხოება სათანადოდ დაცული ვერ იქნება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრი, რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ  მთავრობა ნაცად ფანდს იყენებს და ამჯერადაც საკუთარი ინიციატივის ოპოზიციაზე გადაბრალებას ცდილობს. 

პირველივე დღიდან, როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლება აპირებს გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, ჩვენი რეაქცია იყო მომენტალური, რომ ეს არის დაუშვებელი. ყველანაირად ცდილობენ, რომ  ოპოზიციას დააბრალონ რაღაცეები. ეს არის მორიგი ნაცადი ფანდი, მაგრამ ახლა ამას არავინ იჯერებს. თუკი ამბობ, მაშინ უნდა თქვა, სად, როდის, ვინ და ა.შ., მაგრამ არ არსებობს ასეთი ფაქტი და ვერც იტყვიან, – თქვა რომან გოცირიძემ. 

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ მას მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის თხოვნით მიმართა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved