• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთის ახალმა გუნდმა ახალი ბარათი წარადგინა

ალია ავტორი - ალია
11:44 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

დღეს, 16 ნოემბერს, ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“ წარადგინა, რომელიც განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს.

‘ახალი’ ბარათი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’ დაიბრუნოს. 

ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს  სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გართობა. არჩეულ კატეგორიაში ისინი მიიღებენ მუდმივ 5%-მდე ქეშბექს. ხოლო,  თუ არჩეულ კატეგორიის ფარგლებში ლიბერთის პარტნიორი 400-ზე მეტი კომპანიაც მოხვდება, მაშინ კატეგორიის ქეშბექს პარტნიორის ქეშბექიც დაემატება და ბარათის მფლობელი, ჯამში, უპრეცედენტოდ მაღალ სარგებელს მომენტალურად მიიღებს. 

ახალი ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, მომხმარებელი მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი, ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას. 

„ახალი“ ბარათის უფასოდ მიღება უკვე დღეიდანაა შესაძლებელი ლიბერთის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტ ბანკით – ლიბერთის მომხმარებლისთვის.

„ჩვენი  გუნდის მიზანია, შევქმნათ მარტივი და გასაგები საბანკო მომსახურებები, ვიზრუნოთ ადამიანებზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და, ამ გზით, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება.

ახალ ბარათს მთელს რეგიონში  არ აქვს ანალოგი – სრულიად განსხვავებული საბანკო პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს, სწორად მოხმარების შემთხვევაში, მაღალ სარგებელს  დაუბრუნებს.  რაც მთავარია, ბარათი არის უპროცენტო, მას აქვს ერთადერთი და უცვლელი ყოველთვიური გადასახადი – შესაბამისად ჩვენს მომხმარებელს არასოდეს ექნება გაუთვალისწინებელი ხარჯი. 

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ახალი ბარათი არის ლიბერთის ახალი პროდუქტების სერიის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და დღეიდან,  მუდმივად გვექნება სიახლეები ჩვენი მომხმარებლისთვის.’- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ახალი ბარათის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ: www.libertybank.ge 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved