• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წამოსცდა გიგი უგულავას „ტვ პირველის“ ეთერში?

ალია ავტორი - ალია
11:41 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

„რაზეც ფიქრობთ დღე და ღამე, წამოგცდებათ ხოლმე. თქვენ ნატრობთ სააკაშვილს ან ხოშტარიას რაიმე დაემართოს,” – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე განცხადებას, რომელიც გიგი უგულავამ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

„ის მერი ხართ, მოშიმშილეები რომ დაარბიეთ. არც მერე დაბნეულხართ, როცა მოშიმშილეთა დარბევის გამო გაბრაზებული თბილისელები გამოვარდნენ. არ დაბნეულხართ, მზად იყავით და სააკაშვილის ხელმძღვანელობით უსასტიკესი სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარეთ.

როგორც ახლა ზიხართ და ბნელ ამბებზე ფიქრობთ, გეგმავთ, მაშინაც ნაფიქრი გქონდათ, რომ დაარბევდით მოშიმშილეებს და ამას მოჰყვებოდა ის, რასაც ახლა ამბობთ, ხალხის გამოვარდნა რუსთაველზე. და დაახვედრეთ მომზადებული ძალოვნები.

დიდი ფუნა ჭამეთ მაშინ, ჯარი რომ გამოიყვანეთ. მაშინ გარდაიცვალა პოლიტიკურად ის პირი, რომელსაც ახლა ქვეყნის სიმბოლოს უწოდებთ. უმაღლეს მთავარსარდალს ჯარი საკუთარი მოსახლეობის გასალახავად არ გამოჰყავს.
ზუსტად უგულავა იყო სპიკერი, შემდეგ ბოკერია. ქუჩის გადაკეტვის მცდელობის გამო სასტიკად სცემეთ ადამიანები. ამის აღიარების ვიდეო არსებობს. დღეს რუსთაველი კი არა, სანაპირო ჩახერგეთ ორჯერ.

ჰოდა, ზის ახლა და მთავრობას დასცინის, ესენი დაიბნევიანო. აბა რა, თქვენ რომ ყოფილიყავით, სანაპიროს ჩაკეტვის გამო, არა მხოლოდ მონაწილეებს, მათი ოჯახის წევრებსაც დაადგებოდით სახლებში და აგენტებად მონათლავდით.
მოშიმშილეების აწიოკება რუსთაველზე ცალკე დაღად დაგრჩებათ. ჰო, მხოლოდ იმედის დარბევაზე რომ ვსაუბრობთ ხოლმე, იმ დღეს კავკასიასაც იგივე მოუწყვეს, თუმცა… ეს მათი საქმეა, დღეს სად იდგებიან.

მოკლედ, ყოველ საუბარში ამჟღავნებთ იმას, რაც ამოგდით. 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესი გრძელდება.
უგულავას თავის გადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნია სააკაშვილს ან ხოშტარიას რაიმე ცუდი დაემართოს. ისე, თავად რატომ არ შიმშილობს?!“- წერს ამირან სალუქვაძე.

ცნობისათვის, ოპოზიციის ერთ – ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „რამე გაუთვლელი რომ მოხდეს, ესენი ჩავარდებიან პანიკაში და მართლა რომ გადასაყვანი იქნება…კრიტიკულად გადასაყვანს ვგულისხმობ, თორემ ისე სააკაშვილი გადასაყვანი არის უკვე დიდი ხანია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved