• რეკლამა
  • კონტაქტი
18:58, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

17 ნოემბერი – ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მსოფლიო დღეა

ალია ავტორი - ალია
10:48 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

17 ნოემბერი ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ადმინისტრირებას უწევს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მქონე ბენეფიციარებს სახელმწიფო სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებს უფინანსებს.

გეგმა ოთხ კომპონენტს მოიცავს: დაავადების შეფასებასა და მონიტორინგს; რისკ-ფაქტორების შემცირებას; სტაბილური ფქოდ-ის მართვას; გამწვავების მართვას.

სტაბილური ფქოდ-ის დროს, მედიკამენტების ღირებულება 100 %-ით ანაზღაურდება. წლიური ლიმიტი 300 ლარია.

მედიკამენტის მიღების პროცედურა: ბენეფიციარი მიმართავს ოჯახის ექიმს, რომელიც, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ელექტრონულ რეცეპტს გამოწერს, რის შემდეგაც პაციენტი უფლებამოსილია მიმართოს პროგრამაში ჩართულ სააფთიაქო ქსელს და წამლები უსასყიდლოდ მიიღოს.

პროგრამული მედიკამენტებით მოსარგებლეები არიან:

· პირი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

· საპენსიო ასაკის მოსახლეობა (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);

· შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;

· მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;

· ვეტერანები;

· გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა;

ზემოაღნიშნული კომპონენტი 2020 წლის აპრილში ამოქმედდა და, დღეის მდგომარეობით, ფქოდ-ის დიაგნოზით მედიკამენტები მიღებული აქვს 10 000-მდე ბენეფიციარს. სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდა 3 მილიონ ლარზე მეტი.

გამწვავების მართვა – თუ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი ბინაზე მართვა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტი ერთვება, რაც სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილი, ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებული ჩარევის ანაზღაურებას (მათ შორის: მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების დაფინანსებას) ითვალისწინებს.

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ბენეფიციარები არიან:

· საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები;

· საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები; ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები;

· ვეტერანები;

· პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე ნაკლებია.

ზემოაღნიშნული მომსახურებით ვერ სარგებლობენ კერძო დაზღვევის მქონე პირები. გამონაკლისი ეხებათ:

· ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;

· პედაგოგებს;

· სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და რუსთაველის პრემიის ლაურეატებს;

· საპენსიო ასაკის მოსახლეობას (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან);

· 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და სტუდენტებს.

სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება ბენეფიციარის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება და შეადგენს სახელმწიფო ტარიფის 100%, 90% ან 80%-ს.

2020 წლის სექტემბრიდან (სააგენტოს შექმნიდან) დღემდე, ფქოდ-ის დიაგნოზით გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება გაეწია 3000-ზე მეტ ბენეფიციარს, რისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

ფქოდ-ი მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსოფლიო დღე 2002 წლიდან აღინიშნება და საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved