• რეკლამა
  • კონტაქტი
15:03, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,რამდენი მშობელია, ვინც ვერ ნახულობს შვილს და განიცდის ტკივილს, ყველამ მოსთხოვეთ სააგენტოს მორალური ზიანი“ – მარი საბიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:02 11-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ადვოკატი მარი საბიაშვილი:

,,კიდევ ერთი პრეცედენტული სარჩელი, რომელიც უკვე სასამართლო წარმოებაშია.
ამჯერად, უკვე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხევრპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ვედავებით მამისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას, ვინაიდან, სააგენტომ უკანონოდ შეაჩერა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები, რამაც გამოიწვია 5 თვე მამისა და შვილის ურთიერთობის წყვეტა (მართალია, შემდეგ აღადგინა, როცა საჩივარი იქნა შეტანილი და მიხვდნენ თავის არაწორ ქმედებებს, თუმცა ცხადია, აღნიშნულმა გამოიწვია ზიანი).

ამასთან, ის, რომ დღემდე ვერ/არ უზრუნველყოფს სააგენტო სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას და მათი დაგვიანებული ქმედებები, ან უმოქმედობა, იწვევს უკვე მშობლებისა და შვილების გაუცხოვებას, რაც განგრძობითი ხასიათისაა, მორალურ ტანჯვას და ტკივილს აყენებს იმ მშობელს, რომელიც ვერ ურთიერთობს შვილთან..

მეორე სასარჩელო მოთხოვნა იყო ქმედების განხორციელების დავალება სააგენტოსთვის, რომ დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება, ამისათვის, გადადგას ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.. ამ ნაწილის განხილვაზე უარი გვეთქვა, ვინაიდან, სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება, ისედაც სააგენტოს ვალდებულებაა, მათ ისედაც ევალებათ აღნიშნული ქმედებების განხორციელება, შესაბამისად, ვერ შეიჭრება დამატებით მათ კომპეტენციაში.

ერთის მხრივ, ირიბად, სწორედ სააგენტოს უმოქმედობაზე, დაგვიანებულ ქმედებასა და მათ მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის (აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილება) შეუსრულებლობას გულისხმობს მათთვის მორალური ზიანის დაკისრება. მეორეს მხრივ კი საქმეებში აქტიურად ჩავრთავთ სახალხო დამცველის აპარატს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რათა მათ მიერ იქნას დამატებით დადგენილი, სააგენტოს არამყისიერი რეაგირებები, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებებზე.

რამდენი მშობელია, ვინც ვერ ნახულობს შვილს და განიცდის ტკივილს, ყველამ მოსთხოვეთ სააგენტოს მორალური ზიანი, იქნებ მიხვდნენ, რომ უნდა იმოქმედონ დროულად და აღასრულონ სასამართლო გადაწყვეტილებები !!! იქნებ სახელმწიფოც მიხვდეს, რომ უნდა გააძლიეროს ეს სამსახური და მიაქციოს ყურადღება !!!

დიახ, ადვოკატების იარაღია სასამართლო, მათ შორის, უწყებების წინააღმდეგ და კიდევ კარგი, რომ გვყავს გონიერი მოსამართლეები”

თეგები: მარი საბიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved