• რეკლამა
  • კონტაქტი
00:22, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თქვენ მოახერხეთ და დაამარცხეთ ქართული სახელმწიფო და ამ ქვეყნის მოქალაქეები – ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას“

ალია ავტორი - ალია
14:23 11-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

როდესაც ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხმა უნდა მისცენ ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში, გამოდიან და ამბობენ, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში, საქართველო დგას დღეს ყველაზე უკან ევროკავშირთან მიმავალ გზაზე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება– ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვინ არის ცალკეული ინდივიდი, ევროკავშირის ელჩი? რომელიც ამბობს, რომ სასამართლოს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები იყო მხოლოდ და მხოლოდ უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და არ გაზარდა ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა?! როდესაც ის ამბობს, რომ 2021 წლის არჩევნები ეს იყო გამოუყენებელი შესაძლებლობა, ტყუილების, ძალადობის, პოლიტიკური ზეწოლების ის ნიაღვარი, რომელიც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა წინასაარჩევნოდ მხოლოდ და მხოლოდ ამტკიცებს, რომ ძველი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი საშუალებები თქვენთვისაც ამართლებს იმავე მიზანს – რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება, განახორციელოთ რევანში და ამ ყველაფრის ერთადერთი შედეგი არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ, რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგრძლივოთ ის ძალაუფლება, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. თქვენ არ გაინტერესებთ, რა არის ამ ძალაუფლების შენარჩუნების შედეგი. ეს ნიაღვარი გრძელდება დღესაც, ზეწოლა, მუქარა, ტერორი, ყველა მეწარმის, ადამიანის მიმართ, ვინც გამოიჩენს ჩვენი მხარდაჭერის ნიშანს, ფინანსური პოლიცია იქნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თუ პოლიცია, ქვეყანაში, რომლის მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია, ამ ინსტიტუტების რესურსი სრულად მომართულია დაშინებაზე და პოლიტიკურ ტერორზე ჩვენი მხარდამჭერი ადამიანების მიმართ. როდესაც ადამიანები, ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხმა უნდა მისცენ ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში, გამოდიან და ამბობენ, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში, საქართველო დგას დღეს ყველაზე უკან ევროკავშირთან მიმავალ გზაზე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. როდესაც მოქალაქე, რომელმაც საერთოდ დაკარგა დღეს რწმენა ხელისუფლების მიმართ, რომელიც თქვენ დაივიწყეთ და ცდილობს, ერთი მხრივ, ფიზიკურად გადარჩეს მისი ოჯახი კოვიდპანდემიისგან და მეორე მხრივ, ცდილობს, გადარჩეს სიღატაკისგან ვფიქრობ, ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენ მოახერხეთ და დაამარცხეთ ქართული სახელმწიფო და ამ ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თქვენ დაინახავთ თუკი ორი წუთით მორჩებით ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებას და შეხედავთ იმ სახელმწიფოს, რომელიც თქვენ დაამარცხეთ, თუმცა თქვენ ვერ დაამარცხებთ ამ სახელმწიფოს და ამ ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved