• რეკლამა
  • კონტაქტი
22:28, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება – ფრიდონ ინჯია

ალია ავტორი - ალია
13:50 11-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება და მოუწევს მას იჯდეს ციხეში სულ მცირე ექვსი წელი – ამის შესახებ „ევროპული სოციალუსტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„სააკაშვილში არაფერი არ შეცვლილა, გაიხსენეთ, როგორი სცენა დადგა მან და როგორი შემართებით უტევდა 2003 წელს ნარჩემაშვილს და შეადარეთ იმ სცენას, რომელიც იყო ბადრაგებთან, აბსოლუტურად ერთი და იგივე, არაფერი მასში არ შეცვლილა. ყველაფერი, რაც ახლა ხდება მის ირგვლივ, ეს ყველაფერი მის თავში იხარჯება. ის ადგენს სიას, ვინ უნდა იშიმშილოს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე რამეს აკეთებს, ყველაფერი ეს მოდის მისგან. სადაც სააკაშვილია, იქ არის ნგრევა, ომი და უბედურება. მოუწევს მას იჯდეს ციხეში სულ მცირე ექვსი წელი, რადგან მას არავინ არ მიიღებს, ის მიუღებელია ყველა ქვეყნისთვის, სადაც ის არის, იქ ნგრევაა. დაინგრა საქართველოში პირველ რიგში განათლება, დავშორდით აფხაზ ძმებს, ჩაბარდა და გაიყიდა საქართველოს მიწები, ზურგი ვაქციეთ ერთ მილიონ ქართველს რუსეთში, ქვეყანა დანგრევის პირას მიიყვანა. იგივე გაკეთდა უკრაინაში, რომ არა მისი სპეცრაზმელები, ის მაიდანი იმ სახით, როგორიც იყო ტყუპისცალი ე.წ. ვარდების რევოლუციის, შეიძლება, არ მომხდარიყო უკრაინაში და ის დაპირისპირება, რაც არის ახლა უკრაინაში, ის ომი, გარკვეულწილად სააკაშვილის დამსახურებაა, რომელიც იყო პორტირებული აქედან უკრაინაში. ის სჭირდებოდათ აზიის ქვეყნებში, მაგრამ არ გამოუვიდათ. რაც ნიშნავს იყო ოპოზიციონერი, ოპოზიციონერი ჩვენი გაგებით, ნიშნავს ის, რაც მიუღებლად თვლი შენ და არ არის მისაღები, იქ შენი პოზიცია უნდა დააფიქსირო. ნახევარი კანონები და გადაწყვეტილებები პარლამენტში ჩვენს პარტიას და ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს ხმა არ მიუცია, რადგან მივიჩნევთ, რომ ის არ იყო იმ დონის, რა დონეც სჭირდება დღეს ქვეყანას. მიუხედავად ამისა, იმედის მომცემია ოცნების ხელისუფლების ის ბოლო განცხადებები, რაც გააკეთეს მათ. ამ ვითარებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია საქმე ბოლომდე რომ მივიდეს, კარგი იქნებოდა, რომ მიეღო გადაწყვეტილება ოცნებას და 2008 წლის მოვლენები დაეწყო გამოკვლევა, გამოძიება, აი, მაშინ ყველაფერი თავის ადგილს ნახავს, ყველა თავის ადგილს იპოვის, ის, ვინც დამნაშავე იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved