„სააკაშვილს სამართალი სჯის და არა სხვა რამ ანდა ვინმე. არგუმენტი, რომ სასამართლოს არ ვენდობიო, არ ითვლება, რადგან უკლებლივ ყველა პრობლემა, რაც დღეს სასამართლო ხელისუფლებასა აქვს, სააკაშვილმავე შექმნა!“ – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.
ზარდიაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უპირობოდ უნდა მიიღოს, რადგან თუ სასამართლო არასამართლიანია, ეს სისტემა სწორედ სააკაშვილის შექმნილია.
„ორი ვარიანტია: სააკაშვილის მიმართ დღევანდელი სასამართლო ან სამართლიანია ან არა.
თუ სასამართლო სამართლიანია სააკაშვილმა გამოტანილი მსჯავრი ულაპარაკოდ და “უშიმშილოდ” უნდა მიიღოს!
ხოლო თუ სასამართლო არასამართლიანია, მაშინ მით უმეტეს: სამართლიანობა სწორედ ის იქნება, რომ სასამართლოს უსამართლობის შემქმნელი სწორედ მისმა შექმნილმა განსაჯოს!
ასეთ შემთხვევაშიც, მსჯავრი უნდა მიიღოს და რადგან მაშინ მაგარი ჭამა, როცა სასამართლოს სამართლიანობა წაართვა, ახლაც კეთილი ინებოს და ჭამოს!
არა და, ვინც არა – ცანცარა. მოკლედ: მაშინაც და ახლაც – კაცი კი არა, ცანცარაა ეგ!“ – წერს დავით ზარდიაშვილი.
კომენტარები