• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე რომ ტვინი გადამიბრუნდეს, ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში არ უნდა მომხედონ?..” – ნიკოლოზ რაჭველი

ალია ავტორი - ალია
11:20 11-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„გადაცემაში “პირველი ხაზი” ვუსმენ ევროპაში მოღვაწე ერთერთ წარმატებულ ქართველ ექიმს, რომელმაც მოყვა, რომ მოშიმშილე ნავალნის პუტინის რუსეთმა დაუკმაყოფილა მოთხოვნა და გადაიყვანეს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში მკურნალობისთვის…

ხოლო სტუდიაში მყოფი ჩვენი ექიმები ყვებიან თუ რამდენჯერ უმკურნალებიათ ციხიდან საქალაქო კლინიკაში გადაყვანილი პაციენტებისთვის, კბილის ამოღების ჩათვლით…

მეტი რა ვთქვა არ ვიცი…

ის, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს გადაწყვეტილების მიმღებნი არაფრად გვაგდებენ ამას სამწუხაროდ ვაცნობიერებ, მაგრამ ხომ შეიძლება ოდნავ მაინც პოლიტიკურ თამასას და პასუხისმგებლობის ხარისხს გაუწიონ ანგარიში და გადაიყვანონ ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სამოქალაქო საავადმყოფოში, თუნდაც იმიტომ რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს და დაემორჩილოს უსაზღვროდ საჭირო მკურნალობის პროტოკოლს, რომელიც თუ დაგვიანებული არ არის ნამდვილად დროული და უაღრესად აუცილებელია.

გუშინ წინ სტატუსი დავწერე, ჩემს სურვილზე, რომ არასდროს გავბოროტდე, დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ათასებს გასცდა კომენტარები და 100-დან მხოლოდ რამდენიმე პროცენტი აღმოჩნდა, ვინც არ დამეთანხმა და დაწერა, რომ ექსპრეზიდენტის მიერ გამოცხადებული შიმშილობა მისი პასუხისმგებლობაა და მის “ხუშტურს”-ს ეწირება მისივე ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამაზე მაქვს შეკითხვა: მე რომ ტვინი გადამიბრუნდეს და ნანატრი ფილარმონიის წინ ბენზინი გადავისხა და ასანთი დავიჭირო ხელში სახელმწიფომ და სამედიცინო სექტორმა სათანადოდ არ უნდა მომხედონ, იმის გამო რომ მე გადავწყვიტე პროტესტის ასეთი უკიდურესი ფორმა? არადა ჩემი ორკესტრის დარბაზის პრობლემისადმი მთავრობის წევრთა ყურადღების გამოწვევის გამო სასოწარკვეთილებაში მყოფს არაერთხელ გამიფიქრებია მსგავსი რადიკალური სიგიჟე…

ახლა მართლა ის დროა დავივიწყოთ ყველაფერი და ღირსება შევინარჩუნოთ.

პირველად ჩემი 42 წლიანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შემდეგ მგონია, რომ უაღრესად სახიფათო სახელმწიფოებრივი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და მხოლოდ საზოგადოების კონსოლიდაციაზე გადის ჩემი სამშობლოს რეპუტაციის გადარჩენის და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების გზა!” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

მანამდე კი, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერდა: – “ყველაზე მეტად ვევედრები ღმერთს, არ გამატარებინოს წუთისოფელი, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მტრობისგან, ზიზღისგან, სიძულვილისგან თუ შიშისგან ისე არ გავბოროტდე, რომ დავემსგავსო მათ, ვისაც დღეს შეუძლიათ ადამიანურად მოქცევა და ამას არ აკეთებენ…”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved