უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა. მან ჩამოსვლისთანავე გააკეთა შეფასება, რომ ის, რაც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, წამებაა.
ლუდმილა დენისოვამ შესაბამის უწყებას ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გაუგზავნა და ახლა მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ნებართვას ელოდება.
მანამდე, უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი მასალა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების, წამებისგან დაცვის, სამედიცინო დახმარებისა და პროცესუალური უფლებების შესახებ.
mtavari.tv
კომენტარები