• რეკლამა
  • კონტაქტი
16:35, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციისგან იყო შემოთავაზება, სააკაშვილი გადაგვეყვანა გორის ჰოსპიტალში, შემდეგ თქვეს, „ოცნება“ გორში აპირებდა გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
17:32 11-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა მთხოვა, პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა სააკაშვილის გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა. ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ფაქტებით მანიპულირება ხდება.

„მდგომარეობა რაც არის შექმნილი, ნამდვილად საჭიროებს სწორ ანალიზს და სწორ პასუხებს. ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან, არა მხოლოდ ექიმებისგან. ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში გახდა კარგად,  რადგან სასამართლოზე უნდოდათ მონაწილეობის მიღება. სიმართლე სადაა ვეღარ გავიგე. აი, ესაა რეალური ტრაგედია. ასევე ტრაგედიაა, როდესაც მანიპულირება ხდება ფაქტებით. სამწუხაროდ, საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა, როდესაც მით უმეტეს ჩემთან მოდიან, მთხოვენ დახმარებას.

მაგალითისთვის, როდესაც მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს, პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა, ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ცდილობენ ამავე საკითხებით მანიპულირებას და წინსწრებით, გარკვეული სპეკულაციებით უფრო დაძაბონ მდგომარეობა. ფაქტი ერთია, არიან ექიმები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და არა პოლიტიკოსებმა. ერთია, გვინდა საკითხის მოგვარება, მეორეა, ყველა მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ გულწრფელები იყოთ, როდესაც ცდილობთ, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულწილად მივიღო გადაწყვეტილება, ვიშუამდგომლო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved