• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მინდა მოგმართოთ, როგორც ევროპაში გაზრდილ ქართველს, ასევე ევროპაში გაზრდილმა ქართველმა“ – ლიზა ბათიაშვილი სალომე ზურაბიშვილს

ალია ავტორი - ალია
23:31 11-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს:

“საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! მინდა მოგმართოთ, როგორც ევროპაში გაზრდილ ქართველს, ასევე ევროპაში გაზრდილმა ქართველმა, ვისი გულიც ფეთქავს საქართველოს სიყვარულით და გაუსაძლის ვითარებაში იმყოფება ჩვენს სამშობლოში განვითარებული მოვლენების გამო.

ჩვენ შევხვედრილვართ არაერთ კულტურულ ღონისძიებაზე, მუსიკისა და ხელოვნების მთავარი ღირებულება კი ჰუმანიზმი გახლავთ. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის ღია წერილით მომემართა. დაუჯერებელია ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, განა შეიძლება მიხეილ სააკაშვილს გამიზნულად არ ეძლეოდეს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება? არ შეეძლოს ისარგებლოს ყველაზე ელემენტარული უფლებებით, თუნდაც როგორიც არის სატელეფონო კავშირი საკუთარ ოჯახთან, ეზღუდებოდეს შვილებისა და დედის ხმის გაგონება. და რაც მთავარია, განა შეიძლება მას წართმეული ჰქონდეს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება? იმყოფებოდეს, უკიდურესად შეურაცხმყოფელ გარემოში, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ, სადაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, მოტყუებით იქნა გადაყვანილი.

მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგების, ქართველი ხელოვანების მიმართვას და გითხრათ, რომ დღეს თქვენ შეგიძლიათ განმუხტოთ ვითარება, წერტილი დაუსვათ არაადამიანურ ქმედებებს და ამით დაეხმაროთ არამხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, ვინც უკიდურეს განსაცდელში გრძნობს თავს და სასოწარკვეთილია.

ვემიჯნები ყოველგვარ პოლიტიკურ კუთვნილებას, მე მინდა ერთადერთი – წარმოვადგენდე ჰუმანურ, დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც არ იმეტებენ და არ კლავენ (უკვე მეორედ) ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტებს. მინდა წარმოვადგენდე განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხალხის ქვეყანას, რომელიც თავისი ნებით კი არ ექცევა ოკუპანტის კლანჭებში, არამედ ამაყობს თავისი უნიკალურობითა და თავგანწირული ხალხის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობით.

დამერწმუნეთ, ყველაზე მეტად შესაძლოა თქვენ გაგიჭირდეთ მშვიდი ძილი და განვითარებული დრამა გაგყვეთ მთელი ცხოვრება, რადგან თქვენ დღეს შეგიძლიათ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ამ გაურკვეველი, მოჯადოებული წრის გარღვევა.

გთხოვთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები და არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება – გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში და გადაარჩიენთ მისი სიცოცხლე!

გადაარჩინეთ ჩვენი ისტორია! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენელი იქნება, ქვეყანაში, სადაც თავის ხალხს აყურებინებენ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, როგორ უნდა გამოვიდეს მუსიკოსი სცენაზე და როგორ უნდა იპოვნოს საკუთარ თავში დაკვრის ძალა”

თეგები: ლიზა ბათიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved