ორშაბათიდან ავსტრიაში დაახლოებით 2 მილიონი აუცრელი ადამიანისთვის ორშაბათიდან ლოკდაუნი ამოქმედდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეკორდული მაჩვენებლების დაფიქსირება და ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვის გაზრდაა.
„ამ ნაბიჯს მარტივად არ ვიღებთ, მაგრამ ეს აუცილებელია“, – განაცხადა ქვეყნის კანცლერმა, ალექსანდრ შალენბერგმა.
აუცრელ ადამიანებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ რამდენიმე მიზეზით ექნება, მათ შორისაა საკვების შეძენა და სამსახურში სიარული. ახალი წესები არ იმოქმედებს 12 წლამდე ბავშვებზე ან მათზე, ვინც ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა. რეგულაციები 10 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
ავსტრიაში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 65%-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.














კომენტარები