• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავარის” ინფორმაციით, კონსილიუმის ექიმები მიხეილ სააკაშვილთან დღეს, 18 საათზე შევლენ

ალია ავტორი - ალია
15:44 11-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

“მთავარის” ინფორმაციით, დღეს 6 საათზე კონსილიუმის წევრი ექიმები გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევლენ. 

შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფო წითელი ზონაა. დეკანოზ მამალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი “ვივამედში” გადაყვანა გახდა საჭირო.

კოვიდინფიცირებულის კონტაქტები არიან ციხის საავადმყოფოს ექიმები, მათ შორის მთავარი ექიმიც, რომელსაც ყველა იქ მყოფ პატიმართან აქვს შეხება. კოვიდინფიცირებულის კონტაქტები არიან ის ბადრაგებიც, ვინც დაწესებულებაში მორიგეობენ.

ამ დროისთვის არ არის ცნობილი გაუკეთეს თუ არა ტესტი 45 დღის განმავლობაში მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს და როდის უნდა ველოდოთ პასუხს.

კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში მესამე პრეზიდენტთან შესვლის შესაძლებლობა უფლებადამცველებსაც აღარ ექნებათ. 

“სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ჯანმრთელობის მონიტორინგის შესაძლებლობა არ მოგვეცა და განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა დღეს 5 საათზე ჩემი თხოვნით და ორგანიზებით, სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც შექმნილი იყო იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ, ვცდილობთ, შევიდეს გლდანის დაწესებულებაში და შეამოწმოს პაციენტის მდგომარეობა”,- ამბობს შოთა თუთბერიძე, ადვოკატი. 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი, რომელიც რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. გადაყვანის დროს არ იყო დაცული კოვიდრეგულაციები და ეს ყველაფერი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩანს. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved