• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნუ დაელოდებით პენიტენციურის მითითებას, მოითხოვეთ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა – ელენე ხოშტარიას მიმართვა ექიმებს

ალია ავტორი - ალია
15:32 11-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ელენე ხოშტარია ექიმებს მიმართავს. მოშიმშილე დეპუტატი მადლობას უხდის იმ მედიკოსებს, რომლებიც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, თუმცა ამბობს, რომ ის კრიზისი რომელიც ახლა ქვეყანაშია ცდება პარტიულ და პოლიტიკურ ჩარჩოებს და ეს კრიზისი ეხება ყველა პროფესიას: 

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვქვს წარმოუდგენლად ჩიხური მდგომარეობა. პრაქტიკულად არ ვიცით და ალაგ-ალაგ, სხვადასხვა წყაროებით ვიგებთ ობიექტურ ინფორმაციას მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მეტიც, ცნობები, რომელიც გამოდის ბოლო დღეებში და ბოლო საათებში, არის ძალიან საგანგაშო.” ამბობს ხოშტარია.

მისივე თქმით, გლდანის ციხეში, მიხეილ სააკშვილის მკურნალობასთან დაკავშირებით კითხვები ლეგიტიმურია:

“ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო არ იცავს მიხეილ სააკშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებებს. აქედან გამომდინარე დიდი პატივისცემით და მოწიწებით, მინდა მივმართო ექიმებს, ყველა ექიმს, ვისაც შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა და ეცადოს ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაგებისა და მკურნალობის პროცესში და კონკრეტულად იმ ექიმებს, რომლებიც შედიოდნენ კონსილიუმში და აქვთ ინსტიტუციური ბერკეტი რომ ჩაერიონ სიტუაციაში” ამბობს ხოშტარია.

დეპუტატმა კონკრეტული ექიმების გვარები დაასახელა და სთხოვა მათ გლდანის ციხის დაწესებულებაში შესვლა. მათ შორის არიან ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე, იორგი გოცაძე კრიტიკული მედიცინის დოქტორი, ასევე ნინო შარაშენიძე და ელენე გიორგაძე:

“​მოგმართავთ ადამიანი, რომელიც ასევე შიმშილობს მე-12 დღეა…ნუ დაელოდებით პენიტენციური სამსახურის მითითებას, მოითხოვეთ ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შესვლა” -განაცხადა ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება მის შიმშილობას, ხოშტარია ამბობს, რომ არ აპირებს შეწყვიტოს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved