• რეკლამა
  • კონტაქტი
11:14, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იტალია ის იტალია აღარ არის“ – ქართველი ემიგრანტები წითელ ზონაში

ალია ავტორი - ალია
03:28 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

იტალიის ქალაქ პალერმოში მყოფი ემიგრანტი, ნინო ხომასურიძეგვიყვება, რომ ქალაქი დაცარიელებულია და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სპეციალური სერთიფიკატია საჭირო.

„ერთ თვეზე მეტია სახლიდან არ გავსულვარ. ქალაქი ცარიელი და სკოლები დაკეტილია. თავდაპირველად, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. არ იშოვება პირბადე და სადეზინფექციო ხსნარები. პროდუქტი არის. ადგილობრივები მაქსიმალურად ერიდებიან ტრანსპორტს. მე პირადად, მხოლოდ პროდუქტისათვის გავდივარ, სახლის წინ გვაქვს მარკეტი. არავინ ელოდა, რომ ვირუსის აფეთქება ასე სწრაფად მოხდებოდა, აქაური მთავრობა ძალიან მშვიდად იყო. გვეუბნებიან, დათბება და გაივლისო. მაგრამ სანამ გაივლის, ათასობით ადამიანია ავად. მოკლედ, იტალია ის იტალია აღარ არის“.

ვენეტოს რეგიონში, ვენეციიდან 80 კმ. ცხოვრობს ქართველი ქალი, რომელიც უკვე იტალიის მოქალაქეა. გვიყვება, რომ ყველაზე რთული სიტუაცია ლომბარდიაშია.

„როცა ეს რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა, მოსახლეობა ღამე მატარებელს მიაწყდა და სამხრეთისკენ მიდიოდნენ. ვერ გაიაზრეს, რომ ახლა იქ მიჰქონდათ ვირუსი. ახლა უკვე სამ აპრილამდე წითელი ზონაა ყველგან. დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს ეს, თორემ აქაური ეკონომიკაც მერყეობს და უარესი მოხდება. მთავარია, დისტანციის დაცვა და ჰიგიენა, სასურველია სახლში ყოფნა, ყველა ღონისძიება გადაიდო: სპორტი, კინო, თეატრი. ჩემს უფროს შვილს „სკაიპით“ ვიდეო გაკვეთილები უტარდება, უმცროსს დავალებები მოკლე ტექსტური შეტყობინებით მოსდის“.

ჩრდილოეთ იტალიაში, ვენეტოსრეგიონში, 35 წლის ახალგაზრდა ქალი თვეების წინ სამუშაოდ წავიდა, საქართველოში კი დატოვა 16 წლის ქალიშვილი და ქმარი. მისი თმით, ფუნქციონირებს მარტო მარკეტები და აფთიაქები, სადაც სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ვერ შეხვალ.

„სამ კვირაზე მეტია სახლიდან არ გავსულვარ. ვცხოვრობ მოხუც ცოლ-ქმართან. აქეთ ცრემლები მახრჩობს, აქეთ შვილი მენატრება. ისე, იტალიაში მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან. ვინც კი დაიცავს დადგენილ წესებს, არაფერი არ უნდა დაემუქროს, რისკის ქვეშ არიან უფრო მოხუცები, ქრონიკული ავადმყოფები, ვენეტოშიახალგაზრდის გარდაცვალება კორონავირუსით არ გამიგია. თითქმის ყველა 80, 90 და 95 წლისანი იყვნენ“, – გვწერს ახალგაზრდა ქალი ვერონადან.

ინგა ბასხაჯაური, ბარი:

„ქალაქებში და სოფლებში იტალიისათვის უჩვეულო სიჩუმეა, გაჩერდა იტალია. ამ მთავრობამ დააგვიანა კანონების გამკაცრება, თუმც იმედს არ ვკარგავთ, რომ თვითიზოლაცია აუცილებლად შედეგს გამოიღებს. არც იყო სხვა არჩევანი, რადგან ამ ეპიდემიის ხასიათი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა შესწავლილი. ვერ ვიტყვი, რომ პანიკა და შიში არაა, მაგრამ ზოგიერთი რამ ჩვენზეც არის დამოკიდებული და აუცილებლად მოერევა იტალია ამ ეპიდემიას. სასურსათო და სააფთიაქო ობიექტების გარდა, ყველაფერი დახურულია. გარეთ გასვლა მხოლოდ აუცილებელი (სურსათი და წამალი) საქმის გამოა შესაძლებელი და მაშინაც, საჭიროა სერტიფიკატი. ემიგრანტებს ვუსურვებდი სიმშვიდის შენარჩუნებას, დაწესებული რეგულაციების ზედმიწევნით შესრულებას და მოთმინებას ისევ ამ ქვეყნის და ზოგადად ჩვენი სამშობლოს ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად. ყველაფერი იქნება კარგად!…“

ემიგრანტი რომიდან :

„რომში ვარ, წითელ ზოლში. არაფერი მუშაობს, გარდა აფთიაქებისა და სუპერმარკეტებისა. ქალაქში გადაადგილების უფლება არ გვაქვს. სპეციალურ ბლანკს ვავსებთ, რომ უნდა წავიდეთ ექიმთან ან რაიმე აუცილებელ საქმეზე. მე მაგალითად, შვილებთან ვერ მივდივარ. მაღაზიაში შესვლისას რეზინის ხელთათმანებს და ნიღბებს გირიგებენ, პროდუქტის მარაგი არის. ქართველი ემიგრანტების ნაწილი დროებით უმუშევრები დარჩნენ, ძალიან ცუდი სიტუაციაა“.

ფიქრია კუჭუხიძე, ბარი:

„ქალაქ ბარში ყველაფერი დაიკეტა, გარდა სურსათის მაღაზიების და აფთიაქებისა. მხოლოდ სავალდებულო ოფისები არის ღია. გადაადგილების დროს ამოწმებენ მოქალაქეებს. აუცილებელია, რომ გადაადგილებისას მოქალაქეებს თან ჰქონდეთ სერთიფიკატი, რომელშიც წერია სახელი-გვარი და რატომ არიან გარეთ. შესაბამისად, ეს უსაბუთო მოქალაქეების უსაფრთხოებაზე მოქმედებს. სავალდებულოა, რომ 2 კვირა გარეთ არ გავიდეთ, მაგრამ ყოველდღე მიწევს გარეთ გასვლა. მადლობა ემიგრანტებს, რომლებმაც კულტურულად გაიაზრეს კარანტინი, ისედაც კვირაში 2 დღე ჰქონდათ დასვენება. ყურადღებას გავამახვილებ 3 თვით ჩამოსულ ემიგრანტებზე. კმარა ზედმეტი პანიკა. თუ არ მიდიოდნენ, არც ახლა დაბრუნდნენ. დარჩნენ აქ და სიტუაცია დალაგდება. მხოლოდ სარკინოგზოგზით შეუძლიათ დაბრუნება სამშობლოში. ბარი-რომი-უკრაინისგავლით არის ფრენა შესაძლებელი თბილისის მიმართულებით და ვერავინ მისცემს მათ გარანტიას, რომ შუა გზაში რა შეფერხება მოხდება. ყველაზე მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გავამხენევოთ ერთმანეთი. დაველოდოთ როდის დალაგდება სიტუაცია. უნდა გავიაზროთ ის პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავართ.

,,პრაიმთაიმი”

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved