• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვის უზრუნველსაყოფად ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

ალია ავტორი - ალია
11:14 11-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ბრალდებულის საპროცესო უფლებების სრულფასოვნად დაცვის უზრუნველსაყოფად და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის (ბრალდებულის მიერ ადვოკატის აყვანა) ეფექტიანად აღსრულების მიზნით,  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, დავით ასათიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა. შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები,  პროკურატურის და  სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში, მათ შორის, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პირის დაცვის უფლება, ეს უფლება გარანტირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც.

„თითოეული ჩვენგანი იზიარებს პასუხისმგებლობას, რაც გაგვაჩნია კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის პროცესში“ – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, საქართველოს პროკურატურა შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც, საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მომენტიდან ბრალდებულს მიეცემა გონივრული ვადა (არანაკლებ 24 საათისა) ადვოკატის მოსაწვევად (დაცვა შეთანხმებით) და მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდება დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც, გამომძიებლებს დაევალებათ, დაკავებულ პირს არ გაუწიონ რეკომენდაცია კონკრეტული ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით. იურიდიული დახმარების სამსახური საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის შეიმუშავებს და აღასრულებს შიდა უწყებრივ ინსტრუქციას, რომლის თანახმადაც, საპროცესო შეთანხმებისას სახელმწიფოს ხარჯზე სავალდებულო დაცვის საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში (დაცვა შეთანხმებით), საზოგადოებრივი ადვოკატები მიმართავენ სამსახურს საქმიდან ჩამოშორების შუამდგომლობით. ადვოკატთა ასოციაცია წინამდებარე შეთანხმების თაობაზე უზრუნველყოფს ასოციაციის  წევრთა შორის ინფორმაციის გავრცელებას და სხვა მხარეებს პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას წინამდებარე შეთანხმების განხორციელების შესახებ.

ასევე, მემორანდუმის მონაწილე მხარეები უფლებამოსილნი არიან, მათი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ ყველა კანონიერი მოქმედება მემორანდუმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved