• რეკლამა
  • კონტაქტი
14:12, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამ საკანში არ არის არაფერი, სააკაშვილი გადაყვანილი კი არ არის მულტიპროფილურ კლინიკაში, მულტიპროფილურ ჯოჯოხეთშია” – ეკა ხერხეულიძე

ალია ავტორი - ალია
03:15 11-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

ეკა ხერხეულიძე ,,ტვ პირველთან” აცხადებს:

,,ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია ციხის საავადმყოფოში. ეს არ გახლავთ მულტიფუნქციური კილინიკა, მაგრამ ეს არის ე.წ. “რეზბალნიცა”, ანუ საავადმყოფო ციხის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ  იქ არ იმყოფება თურმე მიხეილ სააკაშვილი, მე პირველად გავიგე დღეს ეს. მიხეილ სააკაშვილი არის ამ შენობის მეხუთე სართულზე, საერთოდ ცარიელია ეს სართული, მისი საკნის კართან დგას ერთი ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით და წარმოდგენით მას იცავს, გვერდით ოთახში არის ერთი ექიმი, რომელსაც თუ არ დაუძახა მიხეილ სააკაშვილმა, ვერაფერს ვერ გაიგებს რა მდგომარეობაშია ის, ან სათვალთვალო კამერა უნდა აფიქსირებდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ან ამ ქალბატონს როგორმე თავად უნდა შეატყობინოს.

მაგრამ საქმე გახლავთ იმაში, რომ ჩვენ გვანახეს ოთახი, პალატა, სადაც ის საწოლია და რასაც ერთი კვირა არემონტებდნენ, თურმე ყოფილა ეს ამბულატორია ჩვეულებრივი, რომელიც გადააკეთეს პალატად, არაფერი ამქვეყნად იქ არ არის, ის ტომოგრაფიის აპარატიც კი გარეთ არის გამოტანილი და მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს წაართვეს ეს აპარატი.

ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია ციხის საავადმყოფოში. ეს არ გახლავთ მულტიფუნქციური კილინიკა, მაგრამ ეს არის ე.წ. “რეზბალნიცა”, ანუ საავადმყოფო ციხის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ  იქ არ იმყოფება თურმე მიხეილ სააკაშვილი, მე პირველად გავიგე დღეს ეს. მიხეილ სააკაშვილი არის ამ შენობის მეხუთე სართულზე, საერთოდ ცარიელია ეს სართული, მისი საკნის კართან დგას ერთი ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით და წარმოდგენით მას იცავს, გვერდით ოთახში არის ერთი ექიმი, რომელსაც თუ არ დაუძახა მიხეილ სააკაშვილმა, ვერაფერს ვერ გაიგებს რა მდგომარეობაშია ის, ან სათვალთვალო კამერა უნდა აფიქსირებდეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ან ამ ქალბატონს როგორმე თავად უნდა შეატყობინოს.

მაგრამ საქმე გახლავთ იმაში, რომ ჩვენ გვანახეს ოთახი, პალატა, სადაც ის საწოლია და რასაც ერთი კვირა არემონტებდნენ, თურმე ყოფილა ეს ამბულატორია ჩვეულებრივი, რომელიც გადააკეთეს პალატად, არაფერი ამქვეყნად იქ არ არის, ის ტომოგრაფიის აპარატიც კი გარეთ არის გამოტანილი და მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს წაართვეს ეს აპარატი.

საკანია ჩვეულებრივი, უბრალოდ, უფრო დიდი ვიდრე ჰქონდა მას რუსთავში, აქვს მხოლოდ წნევის აპარატი, რომელიც თქვენ კადრებში ნახეთ რომ დაამტვრია, იმიტომ რომ იცით ინექციასთან დაკავშირებული ფაქტები, რომ მას ნების საწინააღმდეგოდ ინექციას უკეთებდნენ და თვითონვე ამბობს, რომ ისინი ექიმები არ იყვნენ, არამედ იყვნენ სპეცრაზმელები, რომელთა შორისაც ერთს ეცვა თეთრი ხალათი, არ ვიცი რას უკეთებდნენ შეიძლება დამამშვიდებელს, მაგრამ ეს იყო ჩემი ნებართვის გარეშეო და მე ამას არ დავუშვებდი არცერთ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნდობა აღარ არსებობდა ჩვენს შორის, რადგან მომატყუესო.

ამ საკანში არ არის არაფერი, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი კი არ არის მულტიპროფილურ კლინიკაში, მულტიპროფილურ ჯოჯოხეთშია გადაყვანილი და რატომ, პირველ რიგში მას სჭირდება ჟანგბადი. ფანჯარა არის სრულად დაგმანული, არ იღება. ჟანგბადი იქ არ შედის და არ შედის მზის სხივი, როგორც კი ამ ფანჯარას აწევს მიხეილ სააკაშვილი, ჟანგბადის მიღების მიზნით, ცარიელ საკანში სადაც არანაირი დახმარების ინსტრუმენტი არ არსებობს, მაშინვე ტყდება გინება და ისტერიკა პატიმრების მხრიდან და ის იძულებულია ჩამოწიოს ის ფანჯარა. ადამიანს, რომელიც ამდენი დღე შიმშილობს არ აქვს ჟანგბადის მიღების შესაძლებლობა.

მან თქვა, რომ მე რომ იგივე საკანში საპირისპირო მხარეს გადამიყვანონ უკვე სხვა ხედი მექნება, შევხედავ ქუჩას და არა პატიმრების კორპუსს, ვისაც იძულებით აყვირებენ და აქ ყველა თავისი ნებით არ არის ჩართული. დავალება აქვთ კონკრეტულ პატიმრებს მიცემული იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ არ აცოცხლონ და ამას ასრულებენ. ძალიან ბევრი ამაში არ ერთვება და მადლობა მათ. ადამიანი რომელიც ვითომ გადაიყვანეს სამკურნალოდ კონსილიუმის დასკვნის და საგანგაშო მაჩვენებლების საფუძველზე, რომელსაც სჭირდება სასწრაფო დახმარება აღმოჩნდა ადამიანების პირისპირ ვინც მას მუდმივად სიკვდილს უსურვებენ. თუ მიხეილ სააკაშვილი ცუდად გახდა ამ ცარიელ საკანში შეყავთ მიხეილ სააკაშვილთან ექიმი ან ექთანი, რომელიც იქ უსინჯავს წნევას და აუღებს სისხლს საჭიროების შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი პროტესტს არ გამოაცხადებს ამაზე ამ კონკრეტულ დღეს შესაძლებელი გახდება სისხლის აღება, თუ არადა ესეც არ იქნება. იქ არანაირი დახმარება არ აქვს.” – ამბობს ეკა ხერხეულიძე

ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ სააკაშვილის თქმით, მას რუსთავში უკეთესი პირობები ჰქონდა და სამედიცინო ოთახში იღებდა კარგ დახმარებას, რადგან აღნიშნულ დაწესებულებაში იყო სამედიცინო პუნქტი და პერსონალი მას უწევდა შესაბამის დახმარებას.

ხერხეულიძის თქმითვე მიხეილ სააკაშვილს სისხლში კალიუმის დონე 2.8 აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის ინფარქტის საფრთხის წინაშეა და ის შესაბამის დახმარებას იმ ოთახში სადაც ახლაა მოთავსებული ვერ მიიღებს.

თეგები: ეკა ხერხეულიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved