• რეკლამა
  • კონტაქტი
18:57, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს მართლაც არ არის შესაბამისი დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტისთვის“ – სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
15:23 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი ჯონ სენდვიჯი, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მისი შეფასებით, ეს არ არის საავადმყოფო, სადაც სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

სენდვიჯი ასევე გამოეხმაურა იმ ძალადობის ამსახველ კადრებს, რომელიც მესამე პრეზიდენტზე განხორციელდა:

“პირველ რიგში, ეს მართლაც არ არის შესაბამისი დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტისთვის. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის საკმაოდ მხნედ არის. ამ დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მისი უსაფრთხოება და არც სათანადო სამედიცინო საშუალებებია იმ შემთხვევისთვის, თუ მისი მდგომარეობა გართულდა.

მე ვნახე ბრალდებები და შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკაში მსგავს ბრალდებებს ვერ იხილავთ. ვფიქრობ, ის, რაც მას ბრალად ედება, საერთოდ არ იქნებოდა მიჩნეული სისხლის სამართლის დანაშაულად ამერიკის კანონით, ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა, ამჟამად ჩვენი უპირველესი საფიქრალი მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

მე არა ვარ საქართველოს სამართლის ექსპერტი და მხოლოდ იმას ვამბობ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით მათ აქვთ ვალდებულება, რომ პატიმარზე იზრუნონ. ამიტომ, იმის მიხედვით, რაც ამ დაწესებულებაში ვნახე, ამ ვალდებულების შესრულება ადეკვატურად შეუძლებელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დაწესებულებაში ის პატიმრები არიან, რომლებიც მისი მმართველობის დროს დააპატიმრეს.

ვნახე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად შემაშფოთებელია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი ამ დაწესებულების შეუსაბამობაა. ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის საპატიმრო, სადაც არის სამედიცინო პუნქტი, თუმცა ის არ არის საკმარისად აღჭურვილი, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პაციენტს ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ” – ამბობს ჯონ სენდვიჯი.

ნიუპოსტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved