• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რადიკალების ილუზიები სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე, კვლავ ილუზიებად დარჩება მინიმუმ 6 წელი“ – გია აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
13:12 11-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

პრემიერ ღარიბაშვილის მკაფიო გზავნილი, რომ უკრაინის მოქალაქეების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია, არ გულისხმობდა მხოლოდ პატიმარ სააკაშვილს. ის ისედაც საპყრობილეშია და მოიხდის კუთვნილ სასჯელს. საუბარია უკრაინის ცალკეულ ვიგინდარა ადვოკატებზე, ჟურნალისტებსა და ე.წ.ბოევიკებზე, რომლებსაც, რასაკვირველია, ანგარების მიზნით, საქართველოში სიტუაციის არევა სურთ. ზოგიერთი მათგანი შეეცადა ჩვენთან შემოსვლას და სამართლიანად გააბრუნეს სამშობლოში.დარწმუნებული ვარ, რომ მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიგო ჩვენი წუხილი. სააკაშვილზე საუბრისას მან ხომ აღნიშნა ოქტომბრის ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ საზღვრის უკანონო კვეთა და გაუფრთხილებლად საქართველოში წასვლა არასწორი ქმედება იყო.საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი არ ყოფილა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან. თემა თუ აქტუალური იქნებოდა, ზელენსკი თავად იტყოდა ამას საჯაროდ. უკრაინის ლიდერი „ტვიტერში“ წერს, რომ საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული.ზელენსკის ცნობით, მან ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან დედის, ნათესავებისა დ უკრაინელი ექიმების შეშვების თხოვნით მიმართა. სააკაშვილთან პაემანზე რომ ათეულობით მისიანი დადის, საყოველთაოდ ცნობილია. რაც შეეხება უკრაინელი ექიმების ვიზიტს, რაც ჩემი აზრით, ზელენსკის მხრიდან საკითხის ფორმალურად წამოჭრით აიხსნება, ღარიბაშვილის პასუხი იყო – პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ. ასე რომ, რადიკალების ილუზიები სააკაშვილის ციხიდან გამოშვებაზე, კვლავ ილუზიებად დარჩება მინიმუმ 6 წელი“ – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved