• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რომელი აფხაზეთი და სამაჩაბლოს დამბრუნებელია ასეთი გამასხარავებული საქართველო?“ – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:00 11-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

„ყველანაირი ემოცია რომ გვერდზე გადავდოთ და ცივი პრაგმატიზმით გავაკეთოთ დასკვნა პენიტენციალური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრების შესახებ:

ეს არის წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება.

არაპროფესიონალიზმია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით; იქნება ეს იდეოლოგია, პროპაგანდა, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, იურისპრუდენცია, მედიცინა …

მედიცინაზე საუბარიც აღარ ღირს ალბათ; პანდემიის დასასრულს, როდესაც მთელმა მსოფლიომ ისწავლა ინფექციის მართვა, საქართველოში მაშინ მიმდინარეობს სიკვდილიანობის ზრდა, მაგრამ ამ კონკრეტული ფაქტით აშკარა ხდება, თუ რა დღეშია ქვეყნის ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო პროპაგანდის სამსახურები. ერთი რეკომენდაციაც არ გაცემულა მთავრობის მისამართით, რომ სასწრაფოდ აღეკვეთათ დაპირისპირება საზოგადოებაში, რაც პერმანენტული მასობრივი თავყრილობების გამომწვევია პანდემიის დროს. როგორ ეპყრობიან სავალდებულო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პირს საჯაროდ, ეს უკვე სცილდება ზნეობის კატეგორიებს და პროფესიულ დანაშაულში გადადის.

რა სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველ იდეოლოგია-პროპაგანდაზეა საუბარი, როდესაც 2008 წლის სამამულო ომის მთავარსარდალს ყოველგვარი სამხედრო თუ იურიდიული ღირსების დაცვის გარეშე თმით ათრევ საპყრობილეში და მერე ამ კადრებს საჯაროდ მიაწვდი ოკუპანტი ქვეყნის მედია-სამსახურებს საქილიკოდ.

რომელი აფხაზეთი და სამაჩაბლოს დამბრუნებელია ასეთი გამასხარავებული საქართველო?

ქართული იურისპრუდენცია … იუსტიციის სამინისტრო … ამ კადრების გასაჯაროება შეიძლებოდა და არსებობს არგუმენტი რომელიც გაამართლებს ამ საქციელს?

არც კი ეცადოთ! ისეთი კატეგორიის არაპროფესიონალიზმია, რომელიც იდიოტიზმშია გადასული.

დიახ, ვალდებულება გქონდათ სახელმწიფოს, ყველა მოქალაქის, საკუთარი პროფესიული სინდისის წინაშე, რომ ასეთ მგრძნობიარე შემთხვევაში მოლაპარაკების, თანხმობის და ხაზგასმული პატივისცემის გამოყენებით მოპყრობოდით სახელმწიფოს ერთერთ მთავარ სიმბოლოს.

საქართველოს მოქალაქეებო, წარმოუდგენლად დაბალი დონის, გაუნათლებელ არაპროფესიონალებთან გაქვთ საქმე თქვენი ე.წ. მთავრობის სახით და არ დასრულდება ეს ყველაფერი კარგად. ვნახეთ უკვე ერთხელ, რა მოიტანა უტვინო კრიმინალების დიქტატურამ, ახლა უარესი გველის. ნუ ცდილობთ ამ წარმოუდგენელი სიბრიყვეების გამართლებას. ქვეყანა უფსკრულისაკენ მიექანება…“

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved