• რეკლამა
  • კონტაქტი
12:28, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მისი შიმშილობა სპეკულაცია რომ იყო, ეს დადასტურდა იმითაც, რომ 40 დღეზე მეტი მოშიმშილე ადამიანი ბადრაგის თანამშრომელს უსწორდება“- გურამ მაჭარაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:00 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საზოგადოებამ დაინახა, რომ 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ცოტა ხნის წინ გასაჯაროებულ  კადრების შესახებ განაცხადა, რომ ეს კადრები სააკაშვილის შიმშილობის ფაქტით სპეკულაციას ადასტურებს.

„გავრცელებული კადრებით საზოგადოებამ ორი რამ დაინახა, ერთი ის, რასაც ვამბობდით, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, იზრუნოს პატიმრის ჯანმრთელობაზე და ამ თვალსაზრისით ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთოს. თქვენ დაინახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სამწუხაროდ, შესვლაზე უარი განაცხადა და ბადრაგს მოუწია, იძულებით გადაეყვანა მისი ჯანმრთელობის სტაბილურობის გამო. საზოგადოებამ დაინახა, რომ 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს. ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, მისი შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია და დადასტურდა, მეორე მხრივ, ბადრაგის თანამშრომელს ფიზიკურად შეურაცხყოფას აყენებს. როცა გინდა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოფილი იყო, მაშინ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეხვიდე. სხვა შემთხვევაში, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ სპეკულაციებთან.
სახელმწიფო მის ჯანმრთელობაზე მაქსიმალურად ზრუნავს. შეიძლება, მორწმუნე ადამიანს რწმენა ჰქონდეს, რომ მოშიმშილე ადამიანი 40 დღეზე მეტი ხანი ინარჩუნებდეს ენერგიას, მაგრამ ამ დონეზე შეიძლება ბადრაგის თანამშრომლებთან ძალადობდეს? სამწუხაროდ, მისი შიმშილობა სპეკულაცია რომ იყო, ეს დადასტურდა იმითაც, რომ 40 დღეზე მეტი მოშიმშილე ადამიანი როგორ უსწორდება ბადრაგის თანამშრომელს, მეორე მხრივ, ბადრაგის თანამშრომლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved