• რეკლამა
  • კონტაქტი
00:31, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კი არ “არ დააკმაყოფილა”, როგორც იუსტიციის მინისტრი ცრუობს, არამედ არ უპასუხა” – კახა ლომაია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ალია ავტორი - ალია
11:48 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების გარშემო არსებულ აზრთა სხვადასხვაობას სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი კახა ლომაია.
ლომაია სტრასბურგის გადაწყვეტილების დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას და წერს:

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ…

პლიუსები – სასამართლომ:
1. საჩივარი წარმოებაში მიიღო. შეეძლო არ მიეღო.
2. ცნო საქმის პრიორიტეტულობა.
3. აღიარა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი.
4. მთავრობას დაავალა უზრუნველყოს ციხეში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება
5. მთავრობას დაავალა მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული სათანადო სამედიცინო მომსახურების შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდება.

მინუსი – სასამართლომ არ უპასუხა მიხეილ სააკაშვილის თხოვნას სამოქალაქო საავადმყოფოში მისი გადაყვანის თაობაზე.
კი არ “არ დააკმაყოფილა”, როგორც იუსტიციის მინისტრი ცრუობს, არამედ არ უპასუხა. ჯერჯერობით არ უპასუხა.

ნეიტრალური – სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა შეწყვიტოს შიმშილობა.
პრეცენდენტების მიხედვით, ეს სასამართლოს სტანდარტული, ჰუმანური პრაქტიკაა.

პერსპექტივა – სასამართლო დაუბრუნდება საქმის განხილვას 24 ნოემბერს, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისგან და მთავრობისგან მიიღებს,“- წერს კახა ლომაია.

ცნობისათვის, „სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა,“ – ეს ინფორმაცია, გუშინ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გაავრცელა.
მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილი იყო და სინამდვილეში, ევროსასამართლომ სააკაშვილის მოთხოვნა, დროებითი ღონისძიების შესახებ, დააკმაყოფილა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved