Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 356-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 025 471 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 771 381 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 705 312, გარდაიცვალა 10 739 პაციენტი.
კომენტარები