• რეკლამა
  • კონტაქტი
00:20, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
10:16 11-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა  გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილ რეფორმაზე, რომელიც პროკურორის და გამომძიებლის საპროცესო უფლება-მოვალეობების  და ფუნქციათა გამიჯვნის შესახებ ცვლილებას გულისხმობს.
შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა გამოძიების მიმდინარეობისას, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე საგამოძიებო საკითხებში პროკურორის ჩართულობის კონკრეტულ საფუძვლებსა და შედეგებზე.

ასევე, ბაკურ აბულაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ აღნიშნული ცვლილებების თანახმად, პროკურორი იქნება საპროცესო ზედამხედველობის და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი პირი და აღარ იქნება გამოძიების წარმმართველი, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით პირველადი გადაწყვეტილების მიმღები და გამოძიების პროცესის აქტიური მონაწილე.

„განსახორციელებელ ცვლილებათა იმპლემენტაცია მოხდება ისე, რომ არ დაზიანდეს მართლმსაჯულების ეფექტიანობა და უწყებებს მიეცეს საკმარისი დრო გამომძიებელთა გადამზადებისა და ახალი როლის ათვისებისთვის.“ – განაცხადა ბაკურ აბულაძემ. 
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს საქართველოს პროკურატურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შესახებ. 

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის თანახმად, გაძლიერებულია გამომძიებლის დამოუკიდებლობა.  აღნიშნული ცვლილება,  მნიშვნელოვან სიახლეს შეიტანს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში და გამიჯნავს საპროკურორო და საგამოძიებო უფლებამოსილებას.

აღსანიშნავია, რომ განსახორციელებელი რეფორმის კონცეფცია დადებითად  არის შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved