• რეკლამა
  • კონტაქტი
13:27, ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ჯარჯი წიკლაური: პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ როგორც გიორგი უგულავამ, ისე ყველა სხვა ბრალდებულმა პირებმა 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი

ალია ავტორი - ალია
19:42 11-10-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

როგორც ბრალდების მხარემ, მე მინდა გითხრათ, რომ ყველა იმ დაზარალებულს, მოგეხსენებათ, ათეულობით დაზარალებულია 7 ნოემბრის საქმეზე, მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ როგორც ბრალდების მხარე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც გიორგი უგულავამ, ისე ყველა სხვა ბრალდებულმა პირებმა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის და რა თქმა უნდა, აღნიშნულ საქმეებზე პროცესები გაგრძელდება. ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. 

მისი თქმით, 7 ნოემბრის ეპიზოდზე დღეს გამართულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ბრალდებული გიორგი უგულავა გამოცხადდა.

„ეს ადამიანი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის და მათ შორის პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების დანაშაულებრივად წართმევის ეპიზოდებში. ჩვენ აღნიშნულ საქმეს ვიხილავთ არა ერთი წელია. 150 მოწმე დაიკითხა ამ საქმეზე, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც დაარბიეს 7 ნოემბერს,  ასევე ჟურნალისტები, რომლებიც სცემეს ტელევიზიაში, როდესაც „ტელეიმედი“ დაარბიეს. სწორედ ამ პროცესებს,  სადაც მოწმეებს ვკითხავდით, უგულავა არ ესწრებოდა“, – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის თქმით, გიორგი უგულავა დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესზე აკეთებდა უტიფარ განცხადებებს, შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს და ბრალდების მხარეს.

როგორც ჯარჯი წიკლაური აცხადებს, გიორგი უგულავას  მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა.

მისივე განმარტებით, შემდეგი პროცესიც ჩანიშნულია და პროკურატურა მზად არის ნებისმიერი ფორმით მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვებში, ეს იქნება უშუალოდ ბრალდებულის მონაწილეობით, თუ დისტანციურად მისი ჩართულობით თუ სხვა.

„კარგია რომ მონაწილეობა უნდათ. ბრალდებულების უშუალო მონაწილეობით გამოვიკვლევთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს  7 ნოემბერს მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს“, – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა
ახალი ამბები

PSP-მ Beauty of Joseon-ის კორეელი წარმომადგენლების ქართველ მომხმარებლებთან შეხვედრას უმასპინძლა

15:26 11-03-2026
გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის რჩეული პირობები სპეციალურ ფასად!

11:16 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved