„ცეცხლს ეთამაშებიან, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან! მარტო ჩემგან არა, ყველასგან იმიტომ, რომ ეს ბინძური რაღაც მაგათ თავში მოიხარშა. ერთი წამითაც არ ვუშვებ, რომ იქ ვიღაცა პარტიაში რაღაცას გეგმავს. აი, ძალიან სიბინძურეა რა. ფრთხილად იყვნენ. საკმაოდ დიდი ხანი ვიცხოვრე, 83 წლის ვარ! სტალინის პერიოდიც მახსოვს, საშინელი ძალიან ცუდი. ვნახე ძალიან ბევრი სიბინძურებიც, მაგრამ არ მეგენა, თუ ასეთ სიბინძურესათან, ასეთ ჭუჭყთან შეხება კიდევ თუ მომიწევდა. ე.ი. ეს არის ჩემი ხელისულფება?! ესენი მართავენ ქვეყანას? ყველაფერს აქვს საზღვარი“, – ამის შესახებ ელენე ხოშტარიას მამამ გოგი ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა..
კომენტარები