• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვერ შევნიშნე” სააკაშვილის სხეულზე დაზიანებები, რას ნიშნავს? პატიმრები პირდაპირ ეთერში ისმენენ, რომ ამაღამ იქ აღარავინ მივა ომბუცმენიდან… ხვდებით ხომ?” – წერილი სახალხო დამცველს

ალია ავტორი - ალია
23:22 11-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

ციხეების მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი წევრი, ირაკლი ვაჩეიშვილი:

“როგორც წარსულში ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრს, მინდა რამდენიმე კომენტარი გავაკეთო იმაზე, თუ რა მოვისმინე ახლა სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინტერვიუდან. და უფრო მნიშვნელოვნად: რა უნდა გააკეთონ სასწრაფოდ.

მოვისმინე სრულიად გაუგებარი და არაფრის მთქმელი, ერთნაირი პასუხები ყველაფერზე: “მიმდინარეობს წარმოება.” ეკითხებიან გინება და მუქარა არის თუ არა პატიმარზე ფსიქოლოგიური ზეწოლაო და ეს მაინც პასუხობს “მიმდინარეობს წარმოებაო.” რა წარმოება მიმდინარეობს ბატონო მიხო? პატიმარს რომ მთელი კორპუსი აგინებს მთელი ღამე, ეგ რომ წამების და ზეწოლის ფორმაა, “წარმოება” უნდა მაგას?

ასევე, ვერ გავიგეთ, აქვს თუ არა სააკაშვილს სხეულზე დაზიანებები? “მე ვერ შევნიშნე” რას ნიშნავს?

ან აქვს, ან არ აქვს. თქვენ რა შენიშნეთ, ეგ ვის აინტერესებს? ან დაათვალიერეთ და დაინახეთ რომ აქვს, ან დაათვალიერეთ და დაინახეთ რომ არ აქვს. ვერ შევნიშნე, ფანარი ცუდად ანათებდა, თვალზე ბინდი მეკვროდა და ნათურა ციმციმებდა ადეკვატური პასუხია? ახლა ორაზროვნების და სიტყვებით თამაშის დროა?

დასაშვებია გაურკვევლობა ასეთ დროს, როდესაც ერთადერთ სანდო ინსტიტუციას წარმოადგენ და როცა შეიძლება შენ პასუხზე მართლა სამოქალაქო ომის დაწყება იყოს დამოკიდებული? ან როგორ შეიძლება ახლა იქედან თქვენი გამოსვლა და მისი მიტოვება?

და ბოლოს, იცით რომ ყველას აქვს ტელევიზორი ციხეში. ამ დროს, ის პატიმრები, რომლებიც შუქებს ანთებენ, იგინებიან და რავიცი რას გეგმავენ, სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან პირდაპირ ეთერში ისმენენ, რომ მოკლე ვიზიტი დაასრულა და ამაღამ იქ აღარავინ მივა ომბუცმენიდან… ხვდებით ხომ?

რა უნდა გააკეთოს სახალხო დამცველმა:

-მთელი ღამე და დღე, მონიტორინგზე უნდა იყოს მინიმუმ ერთი და სასურველია ორი წარმომადგენელი. საჭიროა მუდმივი მონიტორინგი. არავინ იცის იქ რა მოხდება, რა ბუნტის თუ არეულობის ინსცენირება. მტუან-მართალის გამრკვევი არავინ იქნება, თუ სახალხო დამცველი მუდმივ მონიტორინგს არ აწარმოებს და ამას არ დაიწყებს ახლავე.

-სასურველია გაუშვათ ისეთი ექსპერტები, რომლებიც ასეთ ბუნდოვან განცხადებებს არ გააკეთებენ და ყველაფერს მოგვიყვებიან ისე, როგორც იყო. მათ შორის, სასურველია მიავლინოთ სამედიცინო ექსპერტიც.

ის ძალიან საეჭვო და ბუნდოვანი მსჯელობა, რაც ამ წარმომადგენლისგან მოვისმინეთ, ნდობას ნამდვილად არ იწვევდა და უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე უპასუხა.

Ombudsman“

თეგები: ირაკლი ვაჩეიშვილიმიხეილ სააკაშვილინინო ლომჯარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved