• რეკლამა
  • კონტაქტი
18:41, პარასკევი, 29 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დასჯის განაჩენი არ გააუქმა“ – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
21:36 11-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ნიკა მელია, ენმ-ს თავმჯდომარე:

„მინდა მოგმართოთ ქართველ პატრიოტებს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივრებს! ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება!

მინდა განვაცხადო და პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას, დიახ, მე მიმაჩნია ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული თუ ჩვენ ახლა უკვე მეორედ, მეორე საქართველოს პრეზიდენტს მოვკლავთ!

დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე – დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი, ვხედავთ, ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება!

სწორედ ამიტომ, დიახ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე დღეს გადის ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი – ვირჩევთ დასავლეთს თუ რუსეთს! 

დიახ, გაივლო ისტორიული ხაზი – შევძლებთ თუ არა ჩვენს შთამომავლებს გამართულად და სირცხვილის გარეშე ჩავხედოთ თვალებში, თუ, ჩვენი თანამონაწილეობით დაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ფურცელი! რასაც არ დავუშვებთ! დიახ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენა არის სიმბოლო ივანიშვილის სიბნელის დამარცხების და საქართველოს ნათელი მომავლის გამარჯვების! 

დიახ, დღეს ეს ყველაფერი გადის სააკაშვილის გადარჩენაზე. მოგვწონს ეს თუ არა, ვემხრობით მას თუ არა, ნებისმიერ ვითარებაში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთია მოცემულობა.

ჩვენი ბრძოლა არის საბოლოო და გადამწყვეტი. ჩვენ სხვა უფლება გარდა გამარჯვებისა აღარ გვაქვს – ყველა ხაზი გადალახულია და არის რისკი იმისა, რომ ავტორიტარულ ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსოთ, რომელიც სიღარიბეში იხრჩობა და რუსეთის უბრალო ვასალი და ნების შემსრულებელია! ეს ყველაფერი ხდება ჩვენს თვალწინ. 

ჩვენ ვიბრძვით მოპარული არჩევნების და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად! და ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, არა ერთპარტიული, არამედ ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმეა! 

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავალი თაობების შანსისთვის ბავშვობიდან არ იზრდებოდნენ დაპირისპირების, მტრობის, სიძულვილის გარემოში. არამედ სხვადასხვა შეხედულებების და გემოვნების ადამიანებს გვქონდეს საშუალება თანამშრომლობის, მეგობრობის, შიშის გარეშე ცხოვრების. 

ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ბოლო-ბოლო, 30 წლის თავზე აღარ გვისმენდენ, არ გვატერორებდნენ, ხმის მიცემას არ გვაიძულებდნენ, გაღარიბებულ ადამიანებს ორ გროშად არ ქრთამავდნენ.  ჟურნალისტებს არ კლავდნენ ველურები შუაგულ თბილისში, ევროპის დროშებს არ წვავდნენ. 

ჩვენ ვიბრძვით თუნდაც იმისთვის, რომ 4 შვილის დედას ელენე ხოშტარიას არ უწევდეს შიმშილობა, რომ გადაგიჟებულ ხელისუფალს აუხსნას, რომ მკურნალობის უფლება ყველას აქვს. და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ყველაფრისთვის. ჩვენ ვიბრძვით, რომ საქართველო დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი იყოს და არ ჩაიგდოს ხელში რუსეთმა!

ჩვენ ვიბრძვით, რომ სასამართლო არ იყოს მონათა კლანი! რომ ყოველ დღე არ გარბოდნენ ქვეყნიდან ახალგაზრდები! ყოველდღე ვიღაც არ კარგავდეს სამსახურს!

ყველანი, ხვალ, თავისუფლების მოედანზე! 8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან დავიწყოთ“

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

14:01 05-29-2026
“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ახალი ამბები

“ქეშბექობანა” – ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის

19:31 05-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved