• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მტკიცება, რომ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, მცდარია” – მითების დეტექტორი

ალია ავტორი - ალია
01:35 11-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

“მითების დეტექტორის” ინფორმაციით, მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, მცდარია.

გამოცემა წერს, რომ 5 ნოემბერს სახელისუფლებო ექსპერტმა ედიშერ გვენეტაძემ საკუთარ Facebook ანაგრიშზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა და სწორედ  იმდენ საკვებს (ფაფას) იღებს, რამდენიც ექიმმა გამოუწერა. აღნიშნული ინფორმაცია ედიშერ გვენეტაძის პოსტზე დაყრდნობით imedinews.ge-მაც გამოაქვეყნა და როგორც TV Imedi-ს, ასევე Imedinews–ის ფეისბუკზე გააზიარა.

imedinews-მა თამთა მეგრელიშვილის იდენტური შინაარსის Facebook პოსტიც გამოაქვეყნა, რომელიც მის გვერდზე საჯაროდ არ იძებნება. აღნიშნული ინფორმაციის თანახმადაც, სააკაშვილმა კუჭის რეზექცია 23 სექტემბერს ამსტერდამში გაიკეთა, რომლის შემდეგაც ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში საკვებს ვერ იღებს და წყალსაც კი ზომიერად სვამს. 

მეგრელიშვილის პოსტზე დაყრდნობით  იგივე ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა: Fortuna.ge,
pia.ge 
და spnews.io.ge-მ გაავრცელეს.

5 ნოემბერს სტატია იმავე სათაურით Primetime.ge–ზე ექსკლუზივის სახით გამოქვეყნდა, თუმცა მათივე მტკიცებით, მათ ინფორმაცია კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრისგან მოიპოვეს. პრაიმტაიმი წერს, რომ ისინი ინფორმაციის გადასამოწმებლად მიხეილ სააკაშვილის დედას გიული ალასანიას დაუკავშირდნენ, რომელმაც ისინი სააკაშვილის პირად ექიმთან ნიკოლოზ ყიფშიძესთან გადაამისამართა. ყიფშიძე კი მათ ზარებს არ პასუხობს. პრაიმტაიმზე დაყრდნობით, ეს ინფორმაცია სახელისუფლებო რეგიონულმა გამოცემა stv.ge-მაც გაავრცელა.

მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტემბერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, მცდარია. სააკაშვილი 23 სექტემბერს ფრანკფურტში Europa Union Frankfurt-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა და ეს ღონისძიება ფეისბუკზე პირდაპირ გადაიცემოდა. კუჭის რეზექციისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით, ის ოპერაციის ჩატარებას 24-დან 28 სექტემბრამდე პერიოდში ვერ შეძლებდა, რადგან გემით მგზავრობისთვის ჩერნომორსკიდან ფოთის პორტამდე მას 40-44 სთ დასჭირდებოდა. 

თეგები: მითების დეტექტორიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved