• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ!“ – იტალიელი ექიმის სულისშემძვრელი წერილი

ალია ავტორი - ალია
12:26 03-13-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

სოციალურ ქსელში ბერგამოს (იტალია) საავადმყოფოს ქირურგის, დანიელე მაკინის სულისშემძვრელი წერილი ვრცელდება:

„ახლა დუმილი უპასუხისმგებლობაა, ამიტომ მინდა გავაგებინო ადამიანებს, რას განვიცდით ამ პანდემიურ დღეებში ბერგამოში.

მესმის, რომ პანიკა საჭირო არ არის, მაგრამ ვკრთები, როდესაც ადამიანები ჩივიან, რომ სპორტდარბაზებში ვეღარ დადიან და ვერც საფეხბურთო ტურნირებს ესწრებიან.

შესაძლო ეკონომიკური ზარალის მასშტაბებსაც ვაცნობიერებ, მაგრამ მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ის ზარალი, რაც შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობას მიადგეს მთელ ქვეყანაში.

გასულ კვირაში გაოცებული ვაკვირდებოდი მთელი ჩვენი საავადმყოფოს რეორგანიზაციას, როდესაც მტერი (COVID-19) ჯერ კიდევ არ იყო ესოდენ მოძლიერებული. პალატებს ახალი პაციენტებისთვის ათავისუფლებდნენ, ხოლო რეანიმაციას აფართოებდნენ. მიმღები განყოფილება ისე გადააკეთეს, რომ ინფექციის გავრცელების რისკი შემცირებულიყო. დერეფნებში სიურრეალისტურმა სიცარიელემ და დუმილმა დაისადგურა. თითქოს ომისთვის ვემზადებოდით, ოღონდ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდით, რაოდენ სასტიკი იქნებოდა ის.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ღამის ცვლაში ვმორიგეობდი და კორონავირუსზე „ეჭვმიტანილი“ ჩვენი პირველი პაციენტის ტესტის პასუხებს ველოდებოდი. ახლა ვითარება უკვე დრამატულია — სხვას ვერაფერს ვუწოდებ. ომი ღვივის, ბრძოლები არც დღე წყდება და არც ღამე.

პაციენტები ერთიმეორის მიყოლებით გვემატებიან. და ეს არ არის „ცუდი გრიპი“. საერთოდ, ბერგამოში მუშაობის ორი წლის განმავლობაში მივხვდი, რომ აქაურები საერთოდ არ მიმართავენ ამის გამო საავადმყოფოს.

ჩვენთან შემოსული პაციენტების დიდი ნაწილი სრულად იცავდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს – სიცხემ რომ აუწიათ, შინიდან ერთი კვირა ან ათი დღე არ გამოსულან, მაგრამ ახლა უკვე სუნთქვა უჭირთ – მათ ჟანგბადი „სწყურიათ“.

კორონავირუსთან ბრძოლისთვის წამლები ცოტაა. მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ: ჩვენი მთავარი იმედი იმაშია, რომ ორგანიზმი ვირუსს თავად გაანადგურებს. კორონავირუსი საკმარისად შესწავლილი არ არის, თერაპია, რომელიც მის წინააღმდეგ გამოიყენება — ღრმად ექსპერიმენტული ხასიათისაა.

ეპიდემიის დასაწყისში დაავადებულებს იმედი ჰქონდათ, რომ შინ გამოშუშდებოდნენ, მაგრამ ახლა ჰოსპიტალიზაცია მწვავედ აუცილებელია. საავადმყოფოში მთელი ტაბლო გადაწითლებულია პაციენტების სახელებით – ყველა მათგანს ერთი დიაგნოზი აქვს: ორმხრივი ინტერსტიციალური პნევმონია!

გრიპი ვერ გახდებოდა ესოდენ სწრაფად განვითარებადი ტრაგედიის მიზეზი – გრიპის დროს გართულებები ბევრად ნაკლებია. და ეს გართულებები მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, როდესაც ვირუსი დამცავ ბარიერებს არღვევს და ჩვენი სასუნთქი სისტემის ზედა განყოფილებებში მცხოვრები ბაქტერიები ბრონქებისა და ფილტვების დაზიანებას იწყებს. COVID-19 კი უშუალოდ ფილტვების ალვეოლებს აზიანებს და ისინი ფუნქციონირებას წყვეტენ. იწყება სუნთქვის ძლიერი უკმარისობა, რასაც ჩვეულებრივი ჟანგბადური თერაპია ვერაფერს შველის.

მაპატიეთ, მაგრამ, როგორც ექიმი, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ყველაზე მძიმე პაციენტები მარტო ხანდაზმული და პათოლოგიების მქონე ადამიანები არიან… როდესაც რეანიმაციაში სუნთქვის აპარატზე ან ECMO-ზე მიერთებულ ახალგაზრდებს ხედავ, სიმშვიდე, რომ კორონავირუსი მხოლოდ მოხუცებს ემართება, უკვალოდ ქრება.

სოციალურ ქსელებში ბევრი წერს, რომ კორონავირუსისა არ ეშინიათ, თავი მოაქვთ, რომ ჰიგიენის წესებს არ იცავენ, აპროტესტებენ შეზღუდვებს, მაგრამ ეს ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ფაქტს ვერ აბათილებს.

ჩვენ აღარ გვყავს არც ქირურგები, არც უროლოგები და არც ორთოპედები – დღეს ყველანი ექიმები ვართ, ერთიანი გუნდი, რომელიც ერთად უნდა შეებრძოლოს მოვარდნილ ცუნამს.
შემთხვევები სულ უფრო იმატებს – დღეში 15–20 ადამიანი შემოდის საავადმყოფოში. ტესტების შედეგები ერთნაირია: დადებითი, დადებითი, დადებითი…

გადაუდებელი დახმარების განყოფილება გადატვირთულია. ახალ ინსტრუქციებს გვაწვდიან: საჭიროა მეტი პერსონალი. კომპიუტერული პროგრამა გვაჩვენებს ცნობებს მომართვიანობაზე. სასწრაფოდ გვკრებენ და გადაუდებელში გვგზავნიან. ეკრანზე ციმციმებს შემოსული პაციენტების სიმპტომები – სულ ერთი და იგივე: ტემპერატურა, ხველება, გართულებული სუნთქვა. ფილტვების კვლევაც სულ ერთსა და იმავეს ადასტურებს: ორმხრივი ინტერსტიციალური პნევმონია. ყველა დასაწვენია – ზოგი რეანიმაციაში, ზოგი კი… ზოგისთვის უკვე ძალიან გვიანია.

რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებს ოქროს ფასი აქვს. გეგმიური ოპერაციები უქმდება. საოპერაციოები რეანიმაციულ განყოფილებებად გადაკეთდა.

ექიმებს ქანცი გამოეცალათ. მუშაობის გრაფიკი და ცვლები აღარ არსებობს. უკვე ხშირად ვხედავ ატირებულ მედდებს — ყველა პაციენტის გადარჩენა არ გამოგვდის.

დიდი ხანია ოჯახის წევრები, შვილი არ მინახავს. მეშინია არ დავაინფიცირო. ინტერნეტით ვურთიერთობ მათთან…

ნუ აღშფოთდებით იმის გამო, რომ თეატრში, კინოში თუ ტრენაჟორების დარბაზში წასვლა არ შეგიძლიათ. ძალიან გთხოვთ, დაგვიჯერეთ ექიმებს: შეეცადეთ შინიდან მხოლოდ მაშინ გახვიდეთ, როცა ეს უკიდურესად საჭიროა, გუნდ-გუნდად ნუ გავარდებით მაღაზიებში პროდუქტების მოსამარაგებლად — ეს კიდევ უარესია, რიგებში ინფიცირებულებთან კონტაქტის დიდი რისკი არსებობს.

სთხოვეთ თქვენს მოხუც მშობლებსა და ნათესავებს, არ გავიდნენ შინიდან. თავად მიაწოდეთ საკვები. გაიკეთეთ სამედიცინო ნიღბები და თუნდაც მშენებლების რესპირატორები – ისინიც გამოდგება.

გთხოვთ, ნუ დაიტაცებთ პროფესიონალურ სამედიცინო რესპირატორებს FFP2 ან FFP23 დაცვის ფაქტორებით – ისინი ჩვენ, ექიმებს გვჭირდება და ვერ ვშოულობთ.
ჩემი ბევრი კოლეგა უკვე ინფიცირებულია. დაავადება მათ საკუთარ ოჯახებს გადასდეს და ახლა ისინი თავად არიან სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.

ჩვენ ექიმები ვართ და არა – გმირები. ეს ჩვენი სამუშაოა. ამიტომ ყოველდღე ვრისკავთ, რომ რაღაც სარგებელი მოგიტანოთ. გთხოვთ, თქვენც სცადეთ იყოთ სასარგებლო სხვებისთვის. გახსოვდეთ, რომ იმაზე, რასაც აკეთებთ ან არ აკეთებთ, სულ ცოტა, რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული…“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved