• რეკლამა
  • კონტაქტი
13:43, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ იარაღის დიდი ნაწილი, „ნაცებმა“ მიწაში შეინახეს და გამოყენებასაც აპირებენ, როგორც კი საქმე სამოქალაქო ომამდე მივა” – დავით ნემსაძე

ალია ავტორი - ალია
21:14 11-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
472

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის“ ხელმძღვანელი, პოლიტიკური დევნილი, დავით ნემსაძე.

– დღეს იცი, რა  სიტუაციაა? ხალხი ფიქრობს, თუ  მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, მაშინ ბიძინა ივანიშვილიც უნდა იჯდესო. და ეს არის კიდევ იმ ხალხის აზრი, ვინც გამოვიდა „ნაცმოძრაობის“  დიდ აქციაზე. მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის მომხრე, ვრჩები მის მოწინააღმდეგედ. მივიჩნევ, რომ ამ ადამიანმა ჰააგის ტრიბუნალზე გასარჩევი დანაშული ჩაიდინა. ეს იყო დანაშული ქართველი ერისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. სააკაშვილი თავის სისტემასთან ერთად უნდა გასამართლდეს, როგორც გასამართლდა „ნიურბეგის პროცესზე“ ჰიტლერის რეჟიმი. გულახდილად გეუბნებით ამას. არსებობს პოლიტიკური მოცემულობა ამ ყველაფრისა. არსებობს დრო, გარემოება და არსებობს დამკვეთის ნება. დამკვეთი იყო ქართველი ერი, მაგრამ რაც შეეხება ამ პროცესებს, გაასამართლეს კი არა, მისი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის ყველაფერი გააკეთეს და დღეს ის ამზადებს რევანშს. რა შედეგიც არ უნდა აჩვენოს არჩევნებმა, „ქართული ოცნება“ მას ვერც პოლიტიკურ ომს, ვერც საინფორმაციო ომს, ვერც  სოციალურ და პოლიტიკურ ომს ვერ უგებს და მზად არის, მხოლოდ ფიზიკური დაპირისპირების დონემდე წაიყვანოს ქართული საზოგადოება. ეს დაპირისპირება კი დაღუპავს და ჩაძირავს მთელ ქვეყანას.

– მივა მაქამდე საქმე?

– აუცილებლად მივა. ახლა როგორ მიგაჩნია, სულელები არიან „ნაცები“? ყველაფერს გააკეთებენ, დამიჯერე. სად წავიდა ის იარაღი, რომელიც თითქოსდა რუსეთს ჩააბარეს 2008 წლის ომის დროს? კი, ნაწილი დაკარგეს, ჩააბარეს რუსეთს, მაგრამ ამ ქაოსში საკმაოდ სოლიდური შეიარაღება შეინახეს, მიწაში აქვთ შენახული, რომლის გამოყენებასაც დღეს აპირებენ, როცა  საქმე სამოქალაქო ომამდე მივა.

ფორმალურად, ეს იარაღი და საბრძოლო ქონება ომში დაკარგულად ითვლება, მაგრამ რეალურად ინახავენ მიწაში. სერიოზული სამხედრო შეიარაღებაა. მსხვილკალიბრიანი, ხელყუმბარები, ასაფეთქებელი საშუალებები, შაშხანები, სხვა და სხვა სახის ქვეითსაწინააღმდეგო იარაღი. მათ შორის, იარაღი ფორტიფიკაციური ნაგებობების გასანადგურებლად, საინჟინრო დანიშნულების იარაღი – ასაფეთქებელი მოწყობილობები. ესენი არსად წასულა, შენახულია ყველაფერი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების შემთხვევაში „ნაცები“ მზად არ იქნებიან ამუნიციით, ძალიან სცდებიან.

– იმის შანსი რამდენად არის, რომ მანამდე არ მივიდეს საქმე? ჭკუა არ ეყოფა ხელისუფლებას? 

– არა, არ ეყოფათ ჭკუა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ვუსმენ და ბაგა–ბაღის ბავშვი უფრო გონებამახვილი, უფრო წინდახედულია, ვიდრე ღარიბაშვილი.  სააკაშვილი გულზე არ მეხატება, მაგრამ მასაც აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, პატიმრის უფლებები. არსებობს საერთაშორისო კანონები და კონვენციები, რომელთაც ვერ გავექცევით. თუ სააკაშვილია ისეთი, როგორიც არის, ჩვენ ვერ გავხდებით მისნაირები. ამაშია ადამიანების ჰუმანური განსხვავებები. ამას უნდა ძალიან სერიოზული ფიქრი და გააზრება.

რაც ღარიბაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა, თუნდაც პირადი ტელეფონიდან ვიდეო რომ გამოუქვეყნეს სააკაშვილს, სადაც ამბობს, რომ ვითომ გაიტაცეს, ეს ნორმალური საქციელი იყო? სააკაშვილის ტელეფონი გადაგზავნილია ოფიციალურ ექსპერტიზაზე, ჯერ, სასამართლო განჩინებით, პროკურატურას იმ ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება არ მოუხდენია და როგორ მოხვდა ეს ვიდეო ტელეკომპანია „იმედში“? უკანონოდ, არა? ჰოდა, სააკაშვილის რეჟიმი რასაც  აკეთებდა, იმავეს რატომ აკეთებ? უკანონობის ჩამდენს უკანონობით რატომ ებრძვი, როცა დამპირდი, რომ სააკაშვილის უკანონო რეჟიმს არჩევნებით რომ დაასრულებდი, სამართლებრივი სახელმწიფო უნდა აგეშენებინა? აქ არ არის ბრძოლა სახელმწიფოსა და კრიმინალს შორის, აქ არის ბრძოლა ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის, თავისთავად, მათ ხელთ არსებული კრიმინალური მეთოდებითა და საშუალებებით.

– დათო, ეროვნული ძალები სად არიან, რომ არ ჩანან?

– საქართველოში ეროვნული ძალები არ არსებობენ. საქართველოში არსებობენ ფსევდო–რაინდები, რომლებიც მაშინ, როდესაც ერს უჭირს, წვებიან საავადმყოფოებში, იდგამენ კათეტერებს და იქიდან ვიდეო–ლაივებს წერენ.

ამ დონეზეა ე.წ. ეროვნული ჯგუფები. ასევე მინდა, განცხადება გავაკეთო. ხელისუფლება ცდილობს კონსერვატიული ელემენტების გულის მოგებას. უკვე იმ ხალხის გვერდზე აპირებს ლგბტ ჯგუფის წარმომადგენელი, თაბაგარი ჩასვას ციხეში,  რომელსაც პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან და დაიჭირეს. ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ  ის ან ლგბტ–ებს ებრძვის, ან პოლიციელების შურაცხმყოფელებს. არა, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ხალხის გული მოიგოს. 17 მაისს რომ დაიჭირა ეროვნული იდეის ერთგული ხალხი და დღემდე ციხეშია არიან, თაბაგარის დაჭერით ერთგვარად უნდა ეს დააბალანსონ…

“როგორც 2012 წელს იყო ხელისუფლების დათმობა გარდაუვალი, ახლაც მოხდება – სააკაშვილი მშიშარა ნაღდად არ არის” – დავით ნემსაძე

“ხალხი ფიქრობს, თუ მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, მაშინ ბიძინა ივანიშვილიც უნდა იჯდესო” – დავით ნემსაძე
თეგები: დავით ნემსაძელევან ჯავახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved