• რეკლამა
  • კონტაქტი
05:53, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამას შენთვის ვწერ, მიშა! – რა შემთხვევაში შეეშინდებოდა ივანიშვილს მიშას სიკვდილის?” – სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:27 11-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:

“ერთადერთი რისიც ამ ხელისუფლებას ეშინია მიშაა, ცოცხალი მიშა, რომელიც ციხიდან აზანზარებს ამ კრიმინალთა ბანდას.

ივანიშვილმა საკუთრი მონების ხელით ყველაფერი გააკეთა მის გასაბანძებლად, ვერ მოახერხა – თავად ბანძდებიან დღითიდღე, საპროტესტო ტალღა კი ძალას იკრებს – და ესეც მიშას, ცოცხალი მიშას თავდადების დამსახურებით.

მაგრამ ასევე დღითიდღე, უკვე წუთობრივად იმატებს მიშას სიცოცხლის საფრთხე და ხელისუფლება ღიად, დაუფარავად გვაყურებინებს როგორ კლავს მას. ხელისუფლება, რომელსაც ცოცხალი მიშასი ეშინია, მის სიკვდილს ელოდება და ამის არ ეშინია.

რა შემთხვევაში შეეშინდებოდა ივანიშვილს მიშას სიკვდილის?

თუ ეცოდინებოდა რომ ერთი მიშას მოკვლით ასებს და ათასებს მიიღებს, ჩვენ კი მხოლოდ ეხლა ვიკრებთ ძალებს და ამიტომ ამ მოკლე მონაკვეთზე არ ეშინია! ის ფიქრობს, მოვკლავ მიშას, ერთ დიდ პროტესტს გავუძლებ და მერე როგორც გაერთიანდნენ, ისე დაიშლებიან და თავად შეჭამენ ერთმანეთს ურთიერთბრალდებებით. კი, სავარაუდოდ ამას ფიქრობს ივანიშვილი და ელოდება, მიშას სიკვდილს ელოდება რადგან იცის რომ მიშა ცოცხალია საშიში და სხვა მიშა გარეთ ჯერ არ არის. დასავლეთი კი, მიუხედავად მისი ხისტი დმოკიდებულებისა არჩევნების

მიმართ, თავისი რეაგირების სიხისტით და ტემპით სრულიად არაადეკვატურია როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება და ამიტომ არც ესაა მისთვის პრობლემა.

ამ ყველაფერს შენთვის ვწერ, მიშა!

შენ მინდა გააანალიზო რომ რაც შენმა სამაგალითო, არნახულმა თავდადებამ მოიტანა, არ გაძლიერდება შენი სიკვდილით, პირიქით! არ ვართ ჩვენ ამისთვის ჯერ მზად, არა! მე რომ სხვანაირად ვფიქრობდე, ამას არ მოგწერდი, კარგად მიცნობ და იცი რომ არ ვარ სენტიმენტალური და სადაც საქმეა, იქ ემოციას არ ვუშვებ.

ზუსტად საქმისთვის გეუბნები – არ შეიძლება შენი სიკვდილი! შენ ცოცხალი უნდა იყო ზუსტად იმისთვის რამაც აქ ჩამოგიყვანა – შენი ქვეყნისთვის, რომელსაც დღეს შენი სიკვდილი კი არა, სიცოცხლე გამოაფხიზლებს ბოლომდე!

უდიდესი თავდადებაა შენგან რასაც აკეთებ და არა ნაკლები, თუ მეტი არა თავდადება და ძალა ჭირდება რომ მტერი არ გაახარო, თავდაყირა დაუყენო რასაც დღეს გეგმავს და იცოცხლო! რაკი მხოლოდ გამხნევებთ, ვერავინ გეხმარებით – ვერც ჩვენ, ვერც დასავლეთი, ესეც შენ უნდა გადაწყვიტო და იცოცხლო! მაშინ როცა ძლივს გამოცოცხლდა ხალხი, გაჩნდა იმედი, შენი სიკვდილი დღეს ამას ჩანასახშივე გაანადგურებს. დღეს შიმშილობის შეწყვეტა კი არა, შენი სიკვდილია დანებება და ბრძოლის წაგება!

მიშა იცოცხლე!”

თეგები: ირინა სარიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved