• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ფასები გაიზრდება!“ – მერაბ ჯანიაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:18 03-13-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ეროვნული ვალუტა კატასტროფულად გაუფასურდა. რამდენადაც ლარის გამყარება დროებითი აღმოჩნდა, ბუნებრივია, იგი გარკვეული დასახელების პროდუქტის ფასზეც უარყოფითად აისახება. იმპორტიორები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში ახლა მძიმე დრო დგას და ასეთი მკვეთრი დევალვაცია საქონელს გააძვირებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელი ისედაც გაძვირებული ფასებით დაიწყო, ეროვნული ვალუტის ამჟამინდელი ვარდნა, ვითარებას უფრო დაამძიმებს, შესაბამისად, ფასების მატება უფრო და უფრო რეალური ხდება. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართული ეკონომიკისთვის, მით უმეტეს იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოსახლეობამ შარშან გადაიტანა.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას აზრით, თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდება, ფასი ჯერ პირველადი მოხმარების პროდუქციაზე გაიზრდება, შემდეგ სხვა საქონელზეც.

„ბოლო დროს ლარი სტაბილურობისკენ წავიდა, მაგრამ რაც ახლა ხდება, ეს არის სასწაული. ვხედავდით, რომ 1-2 თვის განმავლობაში მყარდებოდა ლარი და შემდეგ უცებ დაუბრუნდა კრიზისულ ნიშნულს. ახლა დანამდვილებით რთული ვითარებააა. თუ კურსი 2.95 ან 3,0-იან ნიშნულს არ გადასცდება, ძირითად პროდუქტებზე ფასების სწრაფად ზრდას არ უნდა ველოდოთ, თუმცა თუ კიდევ გაგრძელდა გაუფასურება, უფრო სწრაფად ვნახავთ მათზე ფასების ზრდას და შემდეგ უკვე სხვა დასახელების პროდუქტიც გაძვირდება“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.

ახლა ყველაფერი ეროვნულ ვალუტაზეა დამოკიდებული. თუ ლარი გაუფასურდა, რასაკვირველია, ბაზარზს ვერაფერი შეაჩერებს. იმპორტიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში ფასების მოთოკვა შეუძლებელია, ამიტომ თუ ეროვნული ვალუტა მალევე გამყარებას არ დაიწყებს, გაძვირება გარდაუვალია.

“სამწუხაროდ, საბაზრო კურსი 2.95-ზეა. ვნახოთ, ალბათ, დასტაბილურდება. ახლა ძალიან მაღალია და იმედია ცოტას დაიწვეს. იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა არ გამყარდა, ეს, რა თქმა უნდა, ფასებზე აისახება. არავინ არ არის მზად, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და თავს არავინ გაიკოტრებს. ამიტომ, პროდუქტების ფასებზე ყველა შემთხვევაში აისახება”, – განუცხადა “რეზონანსს” იმპორტიორმა გურამ ბროძელმა.

სავალუტო ბაზარზეც პანიკაა. სადამდე შეიძლება მივიდეს სიტუაცია ჯერჯერობით უცნობია. სტაბილურობამ სავალუტო ბაზარზე მხოლოდ 2 თვე გასტანა, ეროვნული ვალუტის გამაყრება, რომ დიდი ხნით ვერ ხერხება ეს ფაქტია.

2019 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირი წელი იყო, შესაბამისად, შარშანდელი გარემოები წელსაც მოქმედებს. კომპანია “დუ” ერთ-ერთია სადაც, ფასების გაზრდას გვიდასტურებენ, იმ შემთხვვეში თუ ეროვნული ვალუტა მალევე არ გამყარდა.

“თუ ეროვნული ვალუტამ გაუფასურება გააგრძელა, საქონელი, რა თქმა უნდა, გაძვირდება. ყველაფერი უცხოური ვალუტის კურსით შემოდის და გაანგარიშებაც იმის მიხედვით ხდება, თუ როგორ ყიდულობ საქონელს, ამის მიხედვით იხდი განბაჟების პროცენტს. შესაბამისად, გაძვირება გარდაუვალი იქნება. თუ ეროვნული ვალუტა გაუფასურდება, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ფასები გაიზრდება”, – უთხრა “რეზონანსს” კომპანიის ხელმძღვანელმა დავით გოგიჩაიშვილმა.

საქართველოში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას თუ ამჟამინდელი სავალუტო კურსის გამო, ფასების გაზრდაც დაემატა, ვითარება კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, რაც პირველ რიგში, მოსახლეობის მდგომარეობაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ხალხი ისედაც მძიმე ყოველდღიურობაშია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რომ პროდუქციას გააძვირებს ამაზე ყველა თანხმდება, მათ შორის ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც.

“ლარის კურსის გაუფასურება, აძვირებს იმპორტს და აიაფებს ექსპორტს. შესაბამისად, ვინაიდან საქართველო იმპორტზე დამოკიდბეული ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საქონელი გაძვირდება. ეს ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, არა მგონია ახლა გამონაკლის შემთხვევასთან გვქონდეს საქმე. ზუსტად ანალოგიური ვითარება იყო გასულ წელს, როდესაც ეროვნულ ბანკს ინფლაცია გაექცა და 7%-ზე ავიდა. იგი დღესაც მიზნობრივზე მაღალია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ინფლაცია კიდევ მეტად გაიზარდოს და მოსახლეობის ყოფა კიდევ უფრო დამძიმდეს. ამ მხრივ ისედაც სავალალო ვითარებაა ქვეყანაში”, – განუცხადა “რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.

გაზეთი „რეზონანსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved