• რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ფულადი გზავნილები შემცირდება, რაც ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს“

ალია ავტორი - ალია
11:11 03-13-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

საქართველოს ეკონომიკაში უცხოეთიდან ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კორონავირუსის გამო კი, მას მნიშვნელოვანი შემცირება ემუქრება. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობამ რეკორდულ 1,73 მილიარდ დოლარს უტოლდებოდა, მათგან უმეტესობა კი რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან გადმოირიცხა.

ჯერჯერობით, რუსეთში კორონავირუსის მასშტაბები დიდი არ არის და დადასტურებულად მხოლოდ 28 ადამიანს აქვს. თუმცა, გადმორიცხვის ოდენობით მეორე ქვეყნაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 463-ს მიაღწია და მთელი იტალია კარანტინის ზონად გამოცხადდა. შესაბამისად, ამ ქვეყნებში და ზოგადად, მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობა შესუსტებულია.

საბანკო ექსპერტი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა თუთბერიძე რეცესიას და მთელი მსოფლიოდან ფულადი გზავნილების შემცირებას ვარაუდობს. მისი აზრით, ეს გამოიწვევს ლარის და მიმდინარე ბალანსის გაუფასურებას.

„ეკონომიკაში გლობალურად სერიოზული პრობლემებია, მოსალოდნელია რეცესია, რაც თავისთავად ცხადია იტალიიდან ფულად ნაკადებზეც იქონიებს გავლენას. შეიძლება მოკლევადიან პერიოდში ეს არ გამოჩნდეს, მაგრამ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში შემცირდება ფულადი ტრანსფერები არამარტო იტალიიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. მთავრობამ და ეროვნულამ ბანკმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება საქართველოში შემცირდება. ეს გამოიწვევს ლარის კურსის და მიმდინარე ბალანსის გაუფასურებას, რაც გასულ წელს გაუმჯობესდა. 2019 წელს მიმდინარე ბალანსის დეფიციტი ყველაზე მცირე იყო, რაც სავარაუდოდ ისევ გაიზრდება, რადგან მისი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ფულადი ტრანსფერება“, – აცხადებენ გოჩა თუთბერიძე.

ეკონომიკის ექსპერტი და ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც მიიჩნევს, რომ ფულადი გზავნილები განსაკუთრებით რუსეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან შემცირდება.

„ფულადი გზავნილები მოიკლებს როგორც რუსეთის ფედერაციიდან, ასევე ევროპიდან, განსაკუთრებით იტალიიდან და ესპანეთიდან, სადაც ეკონომიკა შენელებულია. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, რუსეთიდან უფრო მეტი შემოდიოდა ვიდრე სხვა ქვეყნებიდან, ამიტომ შეიძლება მან პირველობა დათმოს. შემცირდება ტურიზმი, სასტუმროების ბიზნესი და ასევე ფულადი გზავნილები. ეს ყველაფერი საბოლოოდ ასახვას ჰპოვებს ლარის კურსზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განმარტა ნიკა შენგელიამ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფულადი გზავნილები არა თუ შემცირებული, არამედ პირიქით 20%-ით გაზრდილია, თუმცა გაგრძელდება თუ არა ასეთი სიტუაცია, პროგნოზის გაკეთება უჭირს.

„ამ მომენტისთვის ძალიან აქტიურად ვაკვირდებით ფულადი გზავნილების საკითხს. ჩვენი გზავნილების სისტემა იტალიაში ძალიან გავრცელებულია. ამ ეტაპისთვის კლება არ ფიქსირდება და მინდა ამისთვის ემიგრანტებს მადლობა გადავუხადო, რადგან მიუხედავად ამხელა უბედურებისა, რაც იტალიაში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, თავიანთ ბოლო თეთრებს ოჯახის წევრების და ნათესავებს უგზავნიან. საოცრება ხდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კლებას ველოდით, ბოლო ორ კვირის მონაცემებით დაახლოებით 20%-იანი ზრდა გვაქვს, თუმცა გაგრძელდება თუ არა ასეთი სიტუაცია, პროგნაზის გაკეთება მიჭირს“, – აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს საქართველოში განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის 10%-ით გაიზარდა და რეკორდულ 1,73 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2018 წლის ჯამური მაჩვენებელი 1,57 მილიარდი დოლარი იყო.

ქვეყნების სია, საიდანაც 2019 წელს ყველაზე მეტი გზავნილი განხორციელდა შემდეგია:

1. რუსეთი — $428 მილიონი, კლება — 6%;

2. იტალია — $239 მილიონი, მატება — 24%;

3. საბერძნეთი — $192 მილიონი, მატება — 13%; 

4. აშშ — $178 მილიონი, მატება — 12%;

5. ისრაელი — $162 მილიონი, მატება — 7%;

6. თურქეთი — $94 მილიონი, კლება — 10%;

7. გერმანია — $49 მილიონი, მატება — 20%;

8. ესპანეთი — $47 მილიონი, მატება — 14%;

9. უკრაინა — $43 მილიონი, მატება — 49%;

10. პოლონეთი — $31 მილიონი, მატება — 70%.

წყარო: კომერსანტი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved