• რეკლამა
  • კონტაქტი
19:56, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივხვდი, რომ ჩვეულებრივი მოძალადე კაცია” – მარიამ კუკუნაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
12:54 11-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277

სუროგაციის ცენტრის “NEW LIFE”-ის დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მიხეილ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემას ეხმაურება.

„დავიწყოთ იქიდან, რომ მიშამ დასავლურ ღირებულებებს უღალატა ძალიან ბევრი რამით!
სამწუხაროდ ეს პირველად მაშინ გავიაზრე, შარშან, წინასაარჩევნოდ, ვანო გოროზია რომ მთავაზობდა მილიონ დოლარად პარლამენტში სკამს. დაახლოებით 5-ჯერ მაინც შევხვდით და ის ვერ მივიტანე მათ ყურებამდე, მილიონზე მეტი ვღირვარ მეთქი. 

ამით იმას ვეუბნებოდი, რომ ღირებულებები ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერი ასეულობით მილიონი. ამის პასუხი ის იყო, რომ თურმე ვინმე ცხრაჯერ პირის გამტეხი და პარტიების გამომცვლელი ოქრიაშვილი მილიონნახევარს რომ იხდიდა სკამში და მე მას იაფად მაძლევდნენ.

მივხვდი რომ მე და „ნაციონალები“ საერთო ენაზე ვეღარ ვლაპარაკობდით და ისიც კარგად გავაცნობიერე, რომ ღირებულებებისთვის ბრძოლა შემიძლია, სკამისთვის და სკამიყიდვიაშვილებთან ერთად დგომა და ჯდომა არა. ისიც მესმის, რომ პარტიას დაფინანსება უნდა, მაგრამ ჯერ ჯანსაღი და დასავლური ღირებულებები დამანახე, მანამ სანამ ლილოს ბაზარზე მოხვედრილ ყველაზე ჭკვიან ვაჭრად მაგრძნობინებ თავს … 
არ შეიძლება კორუფციას ვებრძოდიო გაჰყვიროდე და მერე სკამები ყიდო პარლამენტში… არ შეიძლება.

დასავლურ ღირებულებებს მაშინაც უღალატა, როცა ეკლესიას მონად დაუდგა და ეხლაც იგივეს აგრძელებს. მაშინაც, როცა ნორმალური ბოდიშიც არ მოუხდია არავისთვის და ბოდიშს რად ითხოვო, ამის გამო კედელ კედელ ათრიეს და გაუგონარი სიტყვებით ლანძღეს ნაცებმა იშვიათად თბილი, სწორი და ნამდვილი ადამიანი, ნათია ფანჯიკიძე. მაინც კიდევ ვერაფერს მიხვდით რატომ არ აღსდგა სრულიად საქართველო მიშას დასაცავად ან რატომ არ დაეცა მთელი ერი ამერიკის საელჩოს წინ საშიმშილოდ იმ სიყალბის დასაცავად, რომელზეც ვწერ…

და აი, რიგით უკვე მერამდენე “ნაშა” დიდი სიყვარულის სახელით რომ გაგვაცნო, თან ისე მისი თანამებრძოლი სანდრა, სახელითაც არა, უბრალოდ მრავლობითში და ყოფილებში ისე უცერემონიოდ რომ მოიხსენია, თითქოს არც ყოფილა, ამით უკვე მივხვდი, რომ ჩვეულებრივი მოძალადე კაცია, რომელსაც ქალის უფლებების არაფერი გაეგება და ვისაც ქალის უფლებები არ გაეგება, ვისაც ქართულ ოჯახში მისვლის და მერე იქიდან სწორად წასვლის არაფერი გაეგება, იმას არც დასავლური ღირებულებები გაეგება და არც ადამიანის უფლებების და ღირსების მნიშვნელობა,“- წერს კუკუნაშვილი.

პოსტის დასასრულს მარიამ კუკუნაშვილი ხელისუფლენბას მიმართვსდა შეახსენებს, რომ რევანშზე მაღლა დადგომაა საჭირო.
„ხო ბევრი კარგიც გააკეთა. აქაც სამართლიანები უნდა ვიყოთ… საკუთარი ქვეყნის ღირსებას უნდა ვცეთ მეტი პატივი, რევანშზე მაღლა უნდა დადგეთ ქოცებო… ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ გაუშვათ და არ მოკლათ… ის უკვე დამარცხდა. ვინც ღირებულებებისთვის ბრძოლას წყვეტს და ვინც გულწრფელი სინანული და ბოდიში არ იცის, ის ყოველთვის დამარცხებული გამოვა ბრძოლიდან,“- წერს მარიამ კუკუნაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved