• რეკლამა
  • კონტაქტი
10:03, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ აზიანებს კორონავირუსი ფილტვებს- (ფოტო-ვიდეო მასალა)

ალია ავტორი - ალია
10:20 03-13-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

SKY-NEWS-მა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა რენტენგისა და კომპიტერული ტომოგრაფიის საშუალებით გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია, თუ როგორ არის დაზიანებული ადამიანის ფილტები კოვიდ 19-ის ვირუსის მოქმედების შედეგად. სკანირებულ ვიდეოზე ნაჩვენებია,რომ პაციენტთა ფილტვები ივსება წებოვანი ლორწოთი, რაც ხელს უშლის მათ ინჰალაციას, რადგან ორგანოში ჰაერი ვერ აღწევს. რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების მასობრივმა გავრცელებამ ხელი შეუწყო ექიმებისთვის კორონავირუსით მძიმედ დაავადებულთა უსწრაფეს დიაგნოსტიკას და მათ ოპერატიულ მკურნალობასაც.

უსწრაფეს დიაგნოსტიკას და მათ ოპერატიულ მკურნალობასაც.

ჩრდილოეთ ამერიკის რადიოლოგიური კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული იქნა გარდაცვლილი და გამოჯანმრთელებული პაციენტების ფილტვების რენტგენული და კომპიუტერული ტომოგრაფიით გადაღებული სურათები, რომელიც კორონავირუსის განვითარების პარალელურად მათი სასუნთქი ორგანოს მდგომარეობას ასახავს.

რენტგენის პირველ ფოტოზე ასახულია ფილტვები, რომელიც კორონავირუსისგან გარდაცვლილ 44 წლის ჩინელ მამაკაცს ეკუთვნის. იგი ჰუანანის ზღვის პროდუქტების იმ ბაზრობის თანამშრომელი იყო, საიდანაც გავრცელდა კორონავირუსი. სკანირებულ ფოტოზე ჩანს თუ, როგორ იზრდება დღეების განმალობაში დაავადებული მამაკაცის ფილტვებში სითხის შემცველობა, რომელიც ორგანოს უზღუდავს ინჰალაციის ფუნქციის შესრულებას. იგი ორკვირიანი მაღალი სიცხისა და ხველების შემდეგ მიიყვანეს საავადმყოფოში გასული წლის 25 დეკემბერს. მამაკაცს პნეუმონია და მწვავე რესპირატორული აშლილობა დაუდგინდა. მიუხედავად ერთკვირიანი მკურნალობისა, იგი მაინც გარდაიცვალა.

ამერიკის რადიოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მეორე ფოტოზე ასახულია კორონავირუსისგან განკურნებული 42 წლის უხანელი მამაკაცის კომპიუტერული ტომოგრაფიით აღბეჭდილი ფილტვები. გაცხადებული ინფორმაციით, დაავადებული მამაკაცის ფილტვების მდგომარეობის შემოწმება რენტგენოლოგიური სურათით მოხდა მძიმე სიმპტომების გაჩენიდან 7 დღის შემდეგ. სკანირებულმა მასალამ აჩვენა, რომ ფილტვებში თანდათან გროვდებოდა ლორწოვანი გარსები, რომელიც ორგანოს გამჭვირვალობას ყოველდღიურად ართულებდა და მდგომარეობა საგრძნობლად უარესდებოდა. 19 დღიანი მკურნალობის შემდეგ ფილტვებმა გამოჯანმრთელება დაიწყეს, ხოლო 31-ე დღეს კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ სასუნთქი ორგანოს სრულად განკურნვა დააფიქსირა კორონავირუსისგან.

https://twitter.com/i/status/1238032308290097152

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved