• რეკლამა
  • კონტაქტი
17:51, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს 87%-ით ამცირებს

ალია ავტორი - ალია
12:52 11-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ/HPV) ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს თითქმის 90%-ით ამცირებს. კვლევა სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტეს შემთხვევებში ვირუსები იწვევს, შესაბამისად ავპ-ს ვაქცინის წარმატებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა ინგლისში ჩატარდა. დიდ ბრიტანეთში ადამიანის პაპილომა ვირუსზე გოგოები 11-13 წლის ასაკში იცრებიან. 2019 წლიდან ვაქცინა ხელმისაწვდომია ბიჭებისთვისაც.

კვლევა აკვირდებოდა იმ გოგოებს, რომლებიც აპვ-ზე 2008 წელს ინგლისში აიცრნენ. მოზარდების ეს ჯგუფი ახლა 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდები არიან. კვლევა აჩვენებს, რომ აცრილ ქალებში შემცირებულია როგორც კიბოსწინარე მდგომარეობის, ასევე 87%-ით შემცირებულია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები. კიბოსწინარე მდგომარეობისა და ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევების შემცირება ნაკლებად ხდება, როდესაც მოზარდები უფრო გვიან ასაკში იცრებიან. კვლევის თანახმად, ეს ერთი მხრივ განპირობებულია იმით რომ უფროს მოზარდებს შორის ნაკლები აიცრა და ამასთანავე იდეალურ შემთხვევაში ვაქცინის გაკეთება სექსუალური აქტივობის დაწყებამდე სჯობს.

კვლევის შეფასებით, აპვ-ზე ვაქცინაციის პროგრამამ საშვილოსნოს ყელის კიბოს 450 შემთხვევის და კიბოსწინარე მდგომარეობის 17 200 შემთხვევის თავიდან აცილება შეძლო.

ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით კვლევების გაგრძელების საჭიროება კვლავ არსებობს, მაგალითად დასადგენია, რამდენი ხნის მანძილზეა ვაქცინა ეფექტიანი და არსებობს თუ არა ბუსტერ-დოზის საჭიროება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved