საქართველოს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას აცხადებს, რომ პენიტენციურ სამსახურში პატიმრების უფლებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის უფლებებიც დაცულია.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის უფლებები მომავალშიც დაცული იქნება.
“არ მგონია, რომ ბატონ მიხეილ სააკაშვილს ეყოფა გამბედაობა იმისთვის, რომ პენიტენციურ სამსახურს მისი პირადი მონაცემების გასაჯაროების უფლება მისცეს. პირად მონაცემებში იგულისხმება მისი კვების რაციონი, იგულისხმება დღის ის რეჟიმი, რომელიც მას აქვს. კარგი იქნება, თუ სააკაშვილი თავის თავში იპოვის ამ ძალას და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მისი მდგომარეობით შეშფოთებულია, სიმართლეს ეტყვის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა ესეც აღარ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ის, რომ პენიტენციურ სამსახურში პატიმრების უფლებები, მათ შორის სააკაშვილის უფლებები დაცულია და მომავალშიც იქნება,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 34-ე დღეა რაც შიმშილობს.














კომენტარები