მომდევნო კვირიდან საფრანგეთის 39 დეპარტამენტში სკოლებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება.
საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, გაბრიელ ატალის განცხადებით, აღნიშნული ზომა იმ რეგიონებს შეეხება, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ფიქსირდება.
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 10 050 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 14 სექტემბრიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
კომენტარები