• რეკლამა
  • კონტაქტი
11:41, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რას არ გაკადრებენ? რას არ გიწოდებენ? როგორ არ გაგინებენ?.. მომკლა ამან, მომკლა და დამანელა!“ – მაკა სახურია

ალია ავტორი - ალია
00:33 11-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ფილოლოგი მაკა სახურია:

„უკანასკნელ ხანს თავს ისე ცუდად ვგრძნობ, დავკარგე ცხოვრების ხალისი, ყველაუკანასკნელ ხანს თავს ისე ცუდად ვგრძნობ, დავკარგე ცხოვრების ხალისი, ყველაფრის იმედი, ბევრი რამის სურვილი… ბუნებით ოპტიმისტი, სანგვინიკური ტემპერამენტის, ენერგიული და მხიარული ადამიანი ვარ… ამიტომ ამ ცვლილებამ დამამძიმა. საკუთარი თავის საუკეთესო ფსიქოთერაპევტები ხომ ჩვენვე ვართ… ვცდილობ, ამოვხსნა, რამ განაპირობა ასეთი განწყობა? გარდა ჩემი პირადი ტრაგედიისა, რომ დიდი ხანი არაა, რაც მეუღლე მოულოდნელად გარდამეცვალა, არის კიდევ რაღაც, რაც ცალკე და სხვანაირ ტკივილს იწვევს… ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ახლა უკვე ვიცი, რომ ამ გაუსაძლისი ტკივილის მიზეზი ჩვენი საზოგადოების პოლარიზაცია და სიძულვილის ის ნიაღვრებია, რომლებიც გვხუთავს, გვახრჩობს, წალეკვას გვიპირებს სრულად… ჩვენი დაყოფა ვაქსერებად და ანტივაქსერებად, ქოცებად და ნაცებად… მეც მხარე ვარ… მეც მიკვირს, რანაირი აზროვნება აქვთ ანტივაქსერებს? ან საიდან გაჩნდა ტერმინი კოვიდფაშიზმი? საიდან მოაქვთ ადამიანებს, რომ რაღაც ძალები კაცობრიობის მოსასპობად მუშაობენ. აქამდე ხომ ასე ვიცოდით, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს? სად გაქრა ეს კეთილი ენერგია? როდის გარდაიქმნა სიძულვილის იმ უკიდეგანო ოკეანედ, რომელსაც ახლა ვერაფერს ვუხერხებთ, ყველა საშინელ ინტოქსიკაციას განვიცდით? სულ დავიწყებული მაქვს ყველაფერი პირადული, ვდარდობ არა მხოლოდ იმას, რომ ვერ გამიგია მოწინააღმდეგე მხარის ადამიანთა აზროვნება, არამედ იმას, რომ მეც ვიქცევი, როგორც მხარე, მეც ვამჟღავნებ აგრესიას, მეც გამკვირვებია, შავს თეთრს როგორ უწოდებენ? და მოწინააღმდეგისთვის რომ სწორედ ჩემი თეთრია შავი და იმასაც ის ტანჯავს, მე როგორ უკუღმა მესმის ყველაფერი, ამან მომინელა. უცნობმა ქალმა მომწერა, მენტალური სიბრმავე გჭირსო… ეგ კიდევ არაფერი… რას არ გაკადრებენ? რას არ გიწოდებენ? როგორ არ გაგინებენ? 30 წლის უნახავი ახლობელი ადამიანი დამიმეგობრდა და მიხაროდა, რომ ვიპოვე. თურმე ნაცია და ასაკით ჩემზე უფროსი ქალბატონი უშვერად დედას იგინება… წავშალე მეგობრებიდან, მაგრამ ვერ ვინელებ… რა დაემართა? ასე რამ გააცოფა ადამიანი? რა პლურალიზმი? რა ტოლერანტობა? რაის დემოკრატია? რას გავს ჩვენი ურთიერთობები??? ერთმანეთის ატანა რატომ გაჭირდა ასე? გვწამლავენ? შეგვიშხურეს რამე? ან ეს ნაცური დესტრუქცია როდემდე, ხალხო? როგორ გადავარჩინოთ ახალი თაობების სულები? აკი ჰოლდენ კოლფილდები ვართო? მე ვერ ვახერხებ, რომ არ ვიყო ვაქსერი ან ანტინაცი. არ შემიძლია სხვაგვარად. მაგრამ ის შემიძლია, რომ ავიტანო ანტივაქსერი და ნაცი. მიკვირს, რომ ასეთია, მაგრამ შემიძლია ავიტანო იმ პრაგმატული მოსაზრებით თუნდაც, რომ მშვიდობიანობა გვჭირდება ყველას, რომ მისი ჩაწიხვლა და შეურაცხყოფა მეც ცუდად გამხდის… კრიტიკა, ადმიანურ ენაზე შეფასებები კი, მაგრამ ნუთუ არ შეიძლება, რომ მოწინააღმდეგე კაცობრიობის მტრად არ გამოვაცხადოთ? არ ვიცი, აქ რა როლი აქვს ხელისუფლებას, ეკლესიას, ინტელექტუალურ ელიტას… ფაქტია, ყველა რაღაცას ვაფუჭებთ… მომკლა ამან, მომკლა და დამანელა!“

თეგები: მაკა სახურია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved